“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო არ გამორიცხავს, რომ მის გუნდს ისეთი ტიპის თავდამსხმელი დასჭირდეს, როგორიც, მაგალითად, გონსალო იგუაინია.
“ლეო მესის ვკითხე, რას ფიქრობდა ის მარჯვენა ფლანგზე თამაშზე. ვფიქრობდით, რომ “რეალთან” მატჩში ის თავის გამოჩენას ფლანგზე თამაშის დროს უფრო მოახერხებდა. ჩვენი მიზანია მესიმ რამდენიმე პოზიციაზე ითამაშოს. შესაძლებელია, ისეთი სტილის თავდამსხმელიც დაგვჭირდეს, როგორიც გონსალო იგუაინია.” – აცხადებს მარტინო.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” ცენტრფორვარდის პოზიციის რობერტ ლევანდოვსკით გაძლიერების საკითხს განიხილავს. კატალონიური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ანდონი სუბისარეტება, გერმანიაში ვიზიტის დროს, პოლონელის აგენტს შეხვდა და მიიღო ინფორმაცია, რომ ლევანდოვსკი კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელების წინააღმდეგი არაა.