“სელტასთან” გამართული მატჩი მიმდინარე სეზონში რიგით მე-9 გამოდგა, რომელშიც ვიქტორ ვალდესმა კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ამ და სხვა საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს “ბარსელონას” ოფიციალური საიტი გვთავაზობს.
- მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 თამაშში “ბარსელონამ” კარი მშრალად მეცხრედ შეინახა;
- მიმდინარე სეზონში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვიქტორ ვალდესს გოლი ზედიზედ სამ თამაშში გაეშვას. “სელტასთან” თამაშამდე, “ბარსას” კარში გოლი “მილანისა” და “რეალის” ფეხბურთელებს ჰქონდათ გატანილი;
- ალექსის სანჩესმა, რომელმაც ანგარიში გახსნა, “ბარსას” მაისურით თავისი მე-100 შეხვედრა ჩაატარა. სერხიო ბუსკეტსი “ბარსას” მაისურით მოედანზე 250-ედ ვიხილეთ;
- ყველაზე მეტი, 66 ზუსტი გადაცემა დანი ალვესმა გააკეთა. მე-2 ადგილზე, 63 პასით, მარკ ბარტრა გავიდა;
- დანი ალვესს ყველაზე მეტი, 15 ართმევა ჰქონდა;
- 5 თაამშში, რომელიც მარკ ბარტრამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, “ბარსელონამ” მხოლოდ 1 გოლი გაუშვა;
- მეექვსედ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ალექსის სანჩესმა და სესკ ფაბრეგასმა გოლები ერთ მატჩში გაიტანეს. “ბარსა” მოგებას ექვსივე შემთხვევაში ახერხებდა.