კლასიკოს პერიპეტიებზე კვლავ არ წყდება საუბრები ესპანურ და არა მხოლოდ ესპანურ სპორტულ გადაცემებში. მსაჯების თემაზე სასაუბროდ რამდენიმე მედიასაშუალებამ უშუალო სპეციალისტს უხმო.
თამაშის ბოლოს რეალის მრავალმა წარმომადგენელმა გააკრიტიკა უნდიანო მალენკოსს გადაწყვეტილებები და უკმაყოფილება გამოთქვა იმის შესახებ, რომ მსაჯმა 2 პენალტი არ დანიშნა ადრიანოსა და მასკერანოს მონაწილეობით მომხდარ ეპიზოდებში. მაგრამ მადრიდი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც მსაჯით უკმაყოფილო დარჩა. “ბარსამ” ასევე გამოთქვა უკმაყოფილება არ დადებულ პენალტთან დაკავშირებით, როდესაც პეპემ ფაბრეგასის წინააღმდეგ აშკარა უხეშობას მიმართა.
LaSexta, Cuatro, TVE და Telemadrid ერთხმად აღიარებს, რომ საჯარიმოში ადრიანოს ხელი “განზრახული მოქმედება არ ყოფილა”. Cuatro კი ამბობს, რომ სერხიო რამოსს მეორე ყვითელი ბარათი უნდა მიეღო უბურთო ინიესტას წაქცევისთვის, ამავე დროს ყვითელი უნდა მიეღო პეპესაც, რომელმაც იდაყვი განზრახ ჩაარტყა მესისს (პარალელი კიელინი-რონალდოს ეპიზოდთან). ისიც აღინიშნა, რომ მასკერანომ რონალდო საჯარიმოში წააქცია და მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა.
Telemadrid ამბობს, რომ “მსაჯები შეთანხმდნენ, რომ ბურთის ხელზე მოხვედრა ითვლება არანებაყოფლობითად თუ ფეხბურთელი ხელით ეყრდნობა მინდორს”. ასევე აკრიტიკებენ Carlo Ancelotti-ს შემადგენლობის არასწორი არჩევანისთვის.
გადაცემა “Deportes Cuatro”- “არ არის პენალტი ადრიანოზე, რადგან ხელი “არაგანზრახულია”, “პეპე კი ბურთს არ ეხება ისე აბიჯებს ფეხზე ფაბრეგასს და ამის გამო შემტევი საჯარიმოში ეცემა – ეს პენალტია”. ” მასკერანოსს ხელის კვრა კრისტიანოზეზე საჯარიმოში აშკარა პენალტია”, “კარვახალს ყვითელი უნდა მიეღო ნეიმარისის წაქცევისთვის, როდესაც ეს უკანასკნელი ერთი-ერთზე გაჭრას ცდილობდა”, პეპემ იდაყვი მოარტყა მესის სახეში, ეს ყვითელი უნდა ყოფილიყო”, “აუცილებლად მეორე გაფრთხილება უნდა მიეღო სერხიო რამოსს ინიესტას წინააღმდეგ.
გადაცემა “Tiki taka”-ში სტუმრად იმყოფებოდა ყოფილი, გამოცდილი მსაჯი იტურალდე გონსალესი, რომელმაც თავისი აზრი გამოთქვა: “მასკერანომ საჯარიმოში წააქცია რონალდო და ეს პენალტია”, “პენალტი უნდა ყოფილიყო პეპეზეც, როდესაც მან საჯარიმოში ფაბრეგასი წააქცია”, რამოსს კი უნდა მიეღო მეორე ყვითელი”.
laSexta-ზე მსაჯი რაფა გერერო ამბობს, რომ “ნებაყოფლობითი არ არის ადრიანოს ხელი, ფეხბურთელი ხელით ეყრდნობა მიწას, ხელს კი ვერ მოვაჭრით, ასე რომ პენალტი აქ არ არსებობს”, მასკერანოზე აშკარა პენალტია”, “პეპე ფეხს აბიჯებს ფაბრეგასს და აქცევს საჯარიმოში, ესეც პენალტია”