მომდევნო კვირაში, “ბარსელონას” ლა ლიგაში 2 თამაშის გამართვა მოუწევს. ტატა მარტინოს შეგირდები ჯერ “სელტას” ეწვევიან, შემდეგ, საკუთარ კედლებში, კატალონიური დერბის გამართავენ. პირველი თამაში 29 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 22 საათზე (თბილისის დროით 01:00 საათზე) გაიმართება, ხოლო “ესპანიოლთან” მატჩი 1 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 21 საათზე (თბილისის დროით 00:00 საათზე) შედგება.
“ბარსელონას” მომდევნო კვირის განრიგი ასეთია (საათები მოცემულია თბილისის დროით):
ორშაბათი, 28 ოქტომბერი
14:00 – ვარჯიში სიუტატ ესპორტივაზე
სამშაბათი, 29 ოქტომბერი
01:00 – სელტა-ბარსელონა
ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი
16:00 – ვარჯიში სიუტატ ესპორტივაზე
ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი
21:00 – ვარჯიში სიუტატ ესპორტივაზე
პარასკევი, 1 ნოემბერი
15:00 – ვარჯიში “კამპ ნოუზე”
00:00 – ბარსელონა-ესპანიოლი
შაბათი, 2 ნოემბერი
15:00 – ვარჯიში სიუტატ ესპორტივაზე
კვირა, 3 ნოემბერი
დასვენება