ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ფრანგმა სპეციალისტმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ იგი ძალიან მაღლად აფასებს ფრანგული “პსჟ”-ს შვედ თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს. იტყობინება, Telefoot.
“უკეთესია თუ არა იბრაჰიმოვიჩი, კრიშტიანუ რონალდუზე და ლიონელ მესიზე? ამ მომენტისათვის, რა თქმა უნდა, კი. როდესაც 32 წლის ასაკში შენ უკვე იცი, როგორ აკრიფო შენი საუკეთესო ფორმა ირეკლავ მთელს შენს ტალანტს.” – განაცხადა, ვენგერმა.