ბრაზილიის ნაკრების მიერ ჩატარებული პირველადი სამედიცინო გამოკვლევები აჩვენებს, რომ შემტევს ბარძაყის ტრავმა გაუმიზეზდა. მიუხედავად ამისა, მას განაცხადიდან არ ამოიღებენ.
ტრავმის რეციდივი და ოფიციალური დასკვნა
ეს ბრაზილიისთვის სერიოზული დარტყმაა. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის (CBF) მიერ გავრცელებულ განცხადებაში დადასტურდა, რომ რაფინიას პრობლემა გაუმიზეზდა. ტურნირზე მისი მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ის მსოფლიო ჩემპიონატს არ გამოეთიშება. ამრიგად, ფეხბურთელი უერთდება ტრავმირებულთა გრძელ სიას, რომელშიც ედერ მილიტაო, როდრიგო, ესტევაო და ვესლი არიან. ამასთანავე, ჯერ კიდევ უცნობია ნეიმარის მდგომარეობაც.
“ფეხბურთელმა რაფინიამ ამ შაბათს გაიარა გამოკვლევა, რომელმაც მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება დაადასტურა. მოთამაშე გაივლის ინტენსიური მკურნალობის პროტოკოლს ბრაზილიის ნაკრების სამედიცინო გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს და დაუბრუნდეს მოედანს,” — ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინციდენტი და მიმდინარე მდგომარეობა
ფეხბურთელმა ჰაიტის წინააღმდეგ მატჩში 30 წუთის გასვლის შემდეგ, დისკომფორტის შეგრძნების გამო, შეცვლა თავად მოითხოვა. მისი შეშფოთებული სახე და ჟესტები აშკარა იყო, რამაც ბრაზილიის ბანაკში განგაშის ზარი შემოჰკრა. მან “ლინკოლნ ფაინენშელ ფილდი” მსუბუქი, თუმცა შესამჩნევი კოჭლობით დატოვა. “სელესაოს” სამედიცინო დეპარტამენტმა, დოქტორ როდრიგო ლასმარის ხელმძღვანელობით, დილით ჩაატარა შესაბამისი ტესტები, რომლებმაც დაზიანება დაადასტურა: ეს არის ტრავმის რეციდივი, რის გამოც ის, მინიმუმ, შოტლანდიასთან მატჩს გამოტოვებს.
“ბარსელონას” პოზიცია და მოლოდინები
რაფინიამ მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო უკვე 102 დღე და 24 მატჩი გამოტოვა “ბარსელონასა” და ბრაზილიის ნაკრების რიგებში. სეზონის განმავლობაში ის ერთმანეთის მიყოლებით იღებდა ტრავმებს, რომელთა უმეტესობა სწორედ მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთს უკავშირდებოდა. “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ იმ ფაქტით, რომ გასული მარტის სანაკრებო პაუზის დროს, საფრანგეთის წინააღმდეგ მატჩში მან თავი არ დაზოგა, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია.
როგორც CBF აღნიშნავს, რაფინია უკვე აღდგენით პროცესშია და დამატებითი გამოკვლევების მოლოდინშია, რათა დადგინდეს, ზუსტად რამდენი ხანი გაუცდება. არსებობს იმედი, რომ ის მერვედფინალში თამაშს შეძლებს. “ბარსელონასთვის” მისი დაკარგვა უდიდესი დარტყმა იქნებოდა, თუმცა კლუბში იმედოვნებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომი შვებულების გავლის მერე, ის წინასასეზონო მზადებას კარგ ფორმაში დაუბრუნდება.
თვითერზე შემხვდა დეკუმ 50 მილიონიანი შეთავაზება გააგზავნა ბარკოლაზეო და 5 წლიან კონტრაკტს გაუფორმებენო და ხო არიცით რამეე
კარგია ბარკოლა, მაგრამ ეს სირი წინანადებებს ან იძლევა ან ჩვენ გვატყეებენ. ნახევარ სამყაროს აკვირდებიან ეგრე ძმა. და ბოლოს არავინ მოყავთ. 50 მეეჭვება ბარკოლა დათმოს პსჟ მ. თან რაფოს პრესინგს და ჯიგარს რამდენად ჩაანაცვლებს არ ვიცი.
რაფოს პრესინგის ჩასანაცვლებლად გორდონი იყიდეს 80 მილიონად
რაფინია უნდა გაიყიდოს მიდრეკილი გახდა ტრავმებზე ბევრუ დიდი თამაში გამოტოვა კლუბში
რაფინია უნდა გაიყიდოს მიდრეკილი გახდა ტრავმებზე ბევრუ დიდი თამაში გამოტოვა კლუბში