კატალონიის “ბარსელონა” განიხილავს შესაძლებლობას გადმოიბიროს, ინგლისური “მანჩესტერ სიტის” 25 წლის არგენტინელი ფორვარდი, სერხიო აგუერო. ესპანური პრესის ინფორმაციით კატალონიელები მზად არიან, ტრანსფერში 50 მილიონი ევრო გადაიხადონ. აქვე გეტყვით, რომ აგუერო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას არაერთხელ დაუკავშირეს “ბარსელონას”.
აგუერო პრემიერ ლიგაში 2011 წელს გადაბარგდა და დღემდე იცავს “ქალაქელთა” ღირსებას.