workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” პინტოს ახალ კონტრაქტს არ სთავაზობს

“ბარსელონა” პინტოს ახალ კონტრაქტს არ სთავაზობს

კატალონიური კლუბის სათადარიგო გოლკიპერს მომდევნო სეზონში სამუშაო ადგილის შეცვლა შეეძლება.

მოგეხსენებათ, 37 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში იწურება და “ბარსას” მთავარ მწვრთნელს ხერარდო მარტინოს, მასთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ სურს.

შეგახსენებთ, მანამდე, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობამ ვიქტორ ვალდესს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, თუმცა მან ამასთან დაკავშირებით უარი განაცხადა. როგორც იცით, მრავალი წლის მანძილზე, პინტო ვალდესის შემცველი იყო. ამრიგად, ახლა კატალონიელებს ორი კარის დარაჯის მოძებნა მოუწევთ.

შეგახსენებთ, ხოსე მანუელ პინტო “ბარსელონას” შემადგენლობას 2008 წელს შეურთდა და ამ დროის განმავლობაში, მან ამ გუნდის მაისურით 64 მატჩის ჩატარება მოასწრო.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward