220 დღის მკურნალობის შემდეგ, “ბარსელონას” გუნდის კაპიტანი კარლეს პუიოლი უბრუნდება. ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღო და ხერარდო მარტინომ ის “ოსასუნასთან” მატჩის განაცხადში შეიყვანა.
კარლეს პუიოლს 2013 წლის 12 აპრილის შემდეგ არ უთამაშია. ამ დღეს, კატალონიელებმა “მილანს” 4:0 მოუგეს. მას შემდეგ, “ტარზანმა” 27 თამაში გამოტოვა – 15 გასულ სეზონში, ხოლო 12 მიმდინარეში. 13 სექტემბერს, პუიოლმა ვარჯიში დაიწყო, ხოლო 26 სექტემბერს მან სრული დატვირთვით ივარჯიშა. მას შემდეგ, “ბარსას” კაპიტანი, 22 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად შრომობდა, რათა სათანადო ფორმა აღედგინა. 10 ოქტომბერს, მან “სან სანდრეუსთან” გამართულ ამხანაგურ მატჩშიც (4:1) ითამაშა.