როგორც გაირკვა, კლასიკოში მთავარი არბიტრი გამოცდილი ესპანელი რეფერი ალბერტო უნდიანო მალენკო იქნება. 40 წლის წარმოშობით პამპლონელი რეფერისთვის ეს არ იქნება პირველი კლასიკო. მალენკომ სუპერ დერბი აქამდეც არაერთხელ იმსაჯა და მასთან “ბარსას” არცთუ მთლად კარგი მოგონებები აკავშირებს. კულეების მეხსიერებაში განსაკუთრებით დარჩა 2007 წლის დაპირისპირება, რომელიც 3–3 დასრულდა და 19 წლის მესიმ პირველი ჰეთრიკი შეასრულა. იმ მატჩში მალენკომ კატალონიელთა კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, ხოლო მოგვიანებით ოლეგერი გააძევა. ეს არბიტრი ასევე გვახსოვს 2011 წლის მეფის თასის ფინალიდანაც, როდესაც პედროს მიერ გატანილი გოლი არ ჩათვალა და მატჩი დამატებით დროშ გადავიდა.
კლასიკოს მალენკო განსჯის
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.