ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ მის თანამემამულე ნეიმარს, უბრალოდ დრო სჭირდება იმისთვის, რათა მსოფლიო დონის მოთამაშე გახდეს.
“აცადეთ ორი წელი. იგი მესის და რონალდოს აჯობებს”, – დამაჯერებლად ამბობს კაფუ Sportv-სთან მიცემულ ინტერვიუში.
გარდა ამისა, “მილანისა” და “რომას” ყოფილი მცველი დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების წარმატებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ “სანტოსის” ყოფილმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში შვიდი ჩატარებული შეხვედრიდან ორი გოლის გატანა და ხუთი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.