workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონა“ – სტატისტიკური ლიდერი

„ბარსელონა“ – სტატისტიკური ლიდერი

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, “ბარსელონა” სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად არ ლიდერობს, მაგრამ კატალონიელები სხვა მაჩვენებლებში არიან საუკეთესონი.

რა გასაკვირია, რომ განვლილ 8 ტურში, “ბარსას” ბურთის ფლობის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. კატალონიელთა საშუალო შედეგი 68.21% არის. მე-2 ადგილზე “რაიო ვალიეკანოა” 62.89%-ით. შეგახსენებთ, რომ ერთადერთი გუნდი, რომელთანაც “ბარსამ”, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ბურთის ფლობა დათმო, სწორედ “რაიოა”. მე-3 პოზიციას, 61.93%-ით, მადრიდის “რეალი” იკავებს.

“ბარსა” საუკეთესოა გატანილ გოლებშიც. 8 მატჩში, კატალონიელებმა მეტოქეთა კარი 28-ჯერ აიღეს. მე-2 ადგილზე მყოფი “ატლეტიკოს” შედეგი 21 გოლია, ხოლო “რეალს” მხოლოდ 17 ბურთი აქვს გატანილი.

8 ტურში, ხერარდო მარტინოს შეგირდებმა ზუსტი დარტყმის განხორციელება 72-ჯერ მოახერხეს. მე-2 ადგილზე “რეალია” 61 დარტყმით, ხოლო “ატლეტიკოს” აქტივში 54 ზუსტი დარტყმაა. თუ არაზუსტ დარტყმებსაც მივათვლით, მაშინ ლიდერი, ტრადიციულად, “რეალია”, რომლის ანგარიშზეც 129 დარტყმაა. “ბარსამ” კი 116-ჯერ დაარტყა.

კატალონიელი ფეხბურთელები გამოირჩევიან დისციპლინითაც. 8 თამაშში, “ბარსას” მოთამაშეებმა მხოლოდ 11 ყვითელი ბარათი მიიღეს. არბიტრს “ბარსელონას” ფეხბურთელი მოედნიდან ჯერ არ გაუძევებია. ეს იმითაა განპირობებული, რომ მარტინოს შეგირდებმა თამაშის წესები მხოლოდ 93-ჯერ დაარღვიეს, რაც “ბილბაოს” (80) შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია. “ბარსას” ფეხბურთელებზე მეტოქე 127-ჯერ დაჯარიმდა. უკეთესი შედეგი მხოლოდ “ვილიარეალს” აქვს – 128.

ყველაზე მეტი პასი, რა თქმა უნდა, ჩავი ერნანდესს აქვს გაკეთებული. “ბარსას” მე-6 ნომერმა 639 გადაცემა გააკეთა, რაც მე-2 ადგილზე მყოფი ტრაშორასის (“რაიო”) მაჩვენებელზე 50 პასით მეტია. მე-3 ადგილზე, 465 პასით, ხერარდ პიკეა, ხოლო მე-5 ადგილს (437 გადაცემა) ანდრეს ინიეტას იკავებს.

ჩავი პასის სიზუსტეშიც ლიდერია. მისი გადაცემების 93.3% ზუსტი გამოდგა, რაც ექსტრაორდინალური შედეგია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward