workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფალკაო შესაძლოა “ბარსელონაში” გადავიდეს

ფალკაო შესაძლოა “ბარსელონაში” გადავიდეს

კატალონიის “ბარსელონა” მზად არის იბრძოლოს მადრიდის “რეალთან” ერთად, ფრანგული “მონაკოს” კოლუმბიელი თავდამსხმლის, რადამელ ფალკაოს შესაძენად. ფალკაოს შეუძლია გახდეს იდეალური შენაძენი კატალონიელთა სამწვრთნელო შტაბისათვის, რომელსაც შეტევის ხაზში ცვალებადობის შეტანა სურს. მიუხედავად ყველაფრისა, ტრანსფერი სავარაუდოდ სეზონის დასრულებამდე უნდა განხორციელდეს. 

აქვე გეტყვით, რომ ფალკაოსათვის ესპანეთი უცხო ნამდვილად არ არის, კოლუმბიელი 2011-2013 წლებში მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა, სადაც ნამდვილი გოლეადორი იყო. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward