ესპანური “ვალენსიას” ფრანგი მცველი, ადილ რამი, რომელსაც სერიოზული კონფლიქტი მოუწია კლუბის მთავარ მწვრთნელთან, მიროსლავ ჯუკიჩთან თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზამთარში კლუბს დატოვებს.
ფრანგ მცველს ახალი სამუშაო ადგილის მოძებნა წესით არ უნდა გაუჭირდეს. როგორც ევროპული პრესა იტყობინება, რამისთვის მთელი რიგი ევროპის გრანდები იბრძოლებენ: “ბარსელონა”, “ნაპოლი”, “ინტერი”, “მანჩესტერ სიტი”, “არსენალი”.