workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკ ბარტრა: “გოლმა თავდაჯერება შემმატა”

მარკ ბარტრა: “გოლმა თავდაჯერება შემმატა”

გუშინ გამართული მატჩის შემდეგ, სადაც კატალონიელებმა სტუმრები ანგარიშით 4-1 დაამარცხეს, მარკ ბარტრამ განაცხადა: “მსგავსი გოლი ნადვილად მჭირდებოდა. ახლა ბევრად უფრო თავდაჯერებული ვარ და ვიცი, რომ დანებება არ შეიძლება, მხოლოდ წინსვლა უნდა განვაგრძო.” ცენტრალურმა მცველმა განაცხადა: “სოსედადთან” გამართული მატჩის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ზუსტად შეასრულო ის რასაც მწვრთნელი გავალებს არც, თუ ისე მარტივია. ვფიქრობ გასულ წლებთან შედარებით, გულშემატკივარმა ბევრად სრულყოფილი გუნდი იხილა.”

მასკერანოს ტრავმა ფეხბურთელის სათამაშო დროზე აუცილებლად იმოქმედებს. “ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ბევრი ვარჯიში და მუშაობაა.”

მატჩის შემდეგ კომენტარები სხვა ფეხბურთელებმაც გააკეთეს:

დანი ალვესი:

“მთავრ მწვრთნელს სურს შეინარჩუნოს ის სტილი, რითიც წლების განმავლობაში ვთამაშობდით. თუმცა მარტინოს მთავარი მიზანი რთულ მატჩებში ალტერნატივების შემოთავაზებაცაა.”

“კარგი შეხვედრა იყო, ამ შედეგის მისაღწევად ბევრი ვიშრომეთ. განსაკუთრებით კი მატჩის პირველი ნახევარი უნდა აღინიშნოს. ბევრი მოემნტი შევქმენით და გოლებიც გავიტანეთ.”

“ნეიმარის შესაძლებლობების შესახებ ვიცოდი და იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ “ბარსას” კარგად მოერგებოდა.”

სერხიო ბუსკეტსი:

“ნადვილად კარგი გოლი გავიტანე. ბედნიერი ვარ, რომ ამ გოლით გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე.”

“რთული მეტოქის წინააღმდეგ ფანტასიკურად ვითამაშეთ. გასული სეზონი მათთვის ფენომენალური იყო, წელს კი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობენ.”

“თითქმის სრულყოფილი შეხვედრა ჩავატრეთ. მოხარულები ვართ, რომ კვლავ ლა ლიგის ცხრილის სათავეში ვართ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward