“ბარსელონა – ”მილანი” (სავარაუდო შემადგენლობები)

“ბარსელონა – ”მილანი” (სავარაუდო შემადგენლობები)

დღეს ,,ბარსელონას” გულშემატკივართათვის დიდი დღეა! კატალონიაში ბრუნდება ,,ბარსას” ყოფილი ლიდერი რონალდინიო, ასევე იგეგმება ახალი სუპერვარსკვლავის, დავიდ ვილიას დებიუტიც. სურათზე თქვენ ხედავთ კატალონური ,,ელ მუნდო დეპორტივოს” სავარაუდო შემადგენლობას.

პეპ გვარდიოლამ ამ თამაშისთვის მეორე გუნდის მხოლოდ 5 წევრი – ოიერი, მინიო, ფონტასი, ტიაგო და ჯონათანი მიიწვია.

,,ბარსა” ,,გამპერეზე” მილანს 2-ჯერ შეხვედრია და ორივე თამაში მოუგია. 1986-ში 3:1 (გოლები: პედრასა, მარკ ჰიუზი, ვიქტორ მუნიოსი) და 2004-ში 2:1 (გოლები: ჟიული, ინიესტა)

 ,,ბარსას” სულ 33 ,,გამპერი” აქვს მოგებული, გერმანული ,,კიოლნი” კი არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ,,ბარსას” ლეგენდარული პრეზიდენტის სახელობის თასი 2-ჯერ მოიგო.

თამაშის დაწყებამდე 5 წუთით ადრე დაფასების მიზნით რონალდინიოს ,,დერეფანს” მოუწყობენ, თამაშს კი ანდალუსიელი არბიტრი, ფერნანდეს ბორბალანი განსჯის.

იტალიური ,,გაძეტა დელო სპორტის” სავარაუდო შემადგენლობა: 

კატალონური ,,ელ ნუევეს” სავარაუადო შემადგენლობა: (გადიდებისთვის გახსენით სურათი ცალკე ფანჯარაში)

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია