კატალონიის “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხერარდო მარტინო ფიქრობს, რომ კლუბის ბრაზილიელ თავდამსხმელს, ნეიმარს დასვენება სჭირდება. ახალგაზრდა ფეხბურთელი უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ ხშირად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში და მხოლოდ რამოდენიმე წუთს თუ გამოტოვებდა. იტყობინება, Marca.
“ამჟამად ნეიმარი ჩვენს გუნდში მეორე ფეხბურთელია, ვიქტორ ვალდესის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში და კლუბში ჩატარებული მატჩების და წუთების რაოდენობის მიხედვით. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყურადღებით უნდა შევისწავლოთ ეს სიტუაცია.” – განაცხადა, მარტინომ.