“სოსიედადთან” მატჩის წინ ჩატარებული პრესკონფერენციის დროს, ხერარდო მარტინომ აღიარა, რომ მის გუნდს გასაუმჯობესებელი კიდევ აქვს. არგენტინელმა სპეციალისტმა იმ მიზეზზე ისაუბრა, რომლის გამოც, მისი გუნდი “რაიოსთან” ბურთის ფლობაში დამარცხდა და, რა თქმა უნდა, მას არც მომავალი მეტოქე დავიწყებია.
“მომწონს, როდესაც ვუყურებ იმას, რასაც გუნდი “აიაქსთან” და “რაიოსთან” გამართული შეხვედრების მე-2 ტაიმებში აკეთებდა, მაგრამ ეს დიდი ხნის განმავლობაში უნდა ხდებოდეს. ჯერ კიდევ გვაქვს რაღაცეები გასაუმჯობესებელი.”
“ბარსელონასთვის”, ისევე, როგორც “ნიუელზ ოლდ ბოიზისთვის”, ბურთის ფლობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ მეტოქე გუნდის მახასიათებლები უნდა გავითვალისწინოთ, უნდა შევაფასოთ წინა დაპირისპირებები და მხედველობაში მთავარი მწვრთნელიც მივიღოთ. ერთი წლის წინ, “რაიოსთან”, სტუმრად, “ბარსას” ბურთის ფლობა 55% ჰქონდა. იგივე ხდებოდა შაბათის მატჩშიც. გასულ სეზონში, “რაიოს” ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელი ესპანეთის ჩემპიონატში მე-2 იყო. ეს გუნდი მხოლოდ “ბარსელონას” ჩამორჩებოდა.”
“რეალ სოსიედადი” ძალიან კარგი გუნდია, გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო. ამ გუნდმა ჩემპიონთა ლგიის საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგად ითამაშა, მაგრამ ორ ტურნირზე თამაში იოლი არაა და არ გამიკვირდება, მეტოქე ცოტათი დაღლილი რომ იყოს. “სოსიედადი” კარგი გუნდია, რომელშიც შეტევაში მოთამაშე რამდენიმე ბრწყინვალე ფეხბურთელი ირიცხება.”
“გუნდში როტაციას იმის მიხედვით მივმართავ, თუ რამდენი წუთი აქვს ფეხბურთელს ნათამაშები კლუბსა და ნაკრებში. ვითვალისწინებ მეტოქესაც.”