workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინოს ხუთიდან ხუთი

მარტინოს ხუთიდან ხუთი

ხერარდო მარტინო “ბარსელონას” ისტორიაში მე-4 მწვრთნელი გახდა, რომელმაც თავის სადებიუტო სეზონში ლა ლიგის პირველი 5 თამაში მოიგო. გარდა ამისა, არგენტინელის მიერ გაწვრთნილმა კატალონიელებებმა, ბურთების შეფარდებაში, რეკორდი დაამყარეს.

აქამდე, ლა ლიგის სადებიუტო გათამაშებაში პირველი 5 თამაში ჯეიმს ბელამის (1929-30), ტერი ვენეიბლზს (1984-85), ლუის ვან გაალსა (1997-98) და ტიტო ვილანოვას (2012-13) ჰქონდათ მოგებული. გარდა ამისა, საწყის 5 მატჩში ქულათა მაქსიმუმის მოპოვება მოახერხეს რინუს მიხელსმა (1972-73), იოჰან კრუიფმა (1990-91) და პეპ გუარდილამ (2009-10), მაგრამ მათ შემთხვევაში, ეს მიღწევა სადებიუტო სეზონში არ იყო დაფიქსირებული.

5 ტურის შემდეგ, “ბარსას” ბურთების შეფარდებაში ასეთი კარგი სხვაობა არასდროს ჰქონია. მიმდინარე გათამაშებაში, კატალონიელებმა 18 გოლი გაიტანეს და 4 გაუშვეს, რაც +14 ბურთს უდრის. ამაზე ერთით ნაკლები სხვაობა ჰქონდათ ჯეიმს ბელამისა და პეპ გუარდიოლას. ვან გაალისა და ვილანოვას შედეგი +11 იყო, მიხელსის +8, ხოლო კრუიფის +6.

თუ “ბარსამ” “სოსიედადს” მოუგო, “ბარსას” სეზონის სტარტზე ზედიზედ 6 მოგება ექნება, რაც ჯერჯერობით კლუბის რეკორდია. ეს შედეგი ბელამიმ (1929-30), კრუიფმა (1990-91), ვან გაალმა (1997-98), გუარდიოლამ (2009-10) და ვილანოვამ (2012-13) დააფიქსირეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward