workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტურეს სურს მისი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატამდე გაირკვეს

ტურეს სურს მისი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატამდე გაირკვეს

იაია ტურემ ინგლისურ ”Sky Sports”-თან საუბრისას, განაცხადა, რომ სურს მისი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გაირკვეს. მისმა აგენტმა, დიმიტრი სელუკმა განაცხადა, რომ ამ კვირაში ტურეს შეეძლო დაეტოვებინა ”ბარსელონა” და სხვა გრანდში გადაბარგებულიყო.

 ”არსენალი” არის ის კლუბი, რომელიც იაია ტურესთვის ბრძოლაში ლიდერობს. ტურემ განაცხადა, რომ ბევრს ფიქრობს შემოთავაზებებზე, მაგრამ სურს გადაწყვეტილების მიღება, სანამ კოტდივუარის ნაკრებს შეუერთდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ტურეს ძალიან უნდა წარმატებით თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე და არ სურს, რომ ჭორებმა მასზე რაიმე გავლენა მოახდინონ.

 ”მე ყურადღებით ვიხილავ სხვა კლუბების ინტერესებს. მოდით, ჯერ ლაგას მოვიგებ და შემდეგ რაც მოხდება, ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატამდე უნდა მოესწროს. მე მინდა აფრიკაში გამგზავრება, ის რომ , არანაირი ფიქრები ტრანსფერებზე არ მაწუხებდეს. მინდა წავიდე და ვასახელო ჩემი თავი და ჩემი სამშობლო.” – განაცხადა კოტდივუარელმა.

წყარო: www.totalbarca.com 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward