workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პაუტასო: “თამაშის სტილის შეცვლას არ ვაპირებთ”

პაუტასო: “თამაშის სტილის შეცვლას არ ვაპირებთ”

“რაიოსთან” გასამართი თამაშის წინ, “ბარსელონას” მხრიდან, პრესკონფერენციას ხერარდო მარტინოს ერთ-ერთი თანაშემწე ხორხე პაუტასო დაესწრო. ამის მიზეზი ისაა, რომ კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი არგენტინაში იმყოფება.

მარტინოს მსგავსად, პაუტასომაც განაცხადა, რომ სამწვრთნელო შტაბი “ბარსას” სათამაშო ფილოსოფიის შეცვლას არ აპირებს: “სტილის შეცვლას არ ვგეგმავთ. ჩვენ აქ “ბარსას” თამაშში ჩვენი ელემენტების დასამატებლად მოვედით და არა კატალონიელთა სტილის გასაქრობად. თუ მოვლენები ჩვენთვის სასურველი სცენარით არ წარიმართება, უკან დახევა და გადაჯგუფება მოგვიწევს, ეს არ ნიშნავს, რომ კონტრშეტევებზე ვთამაშობთ. ჩვენი მიზანი ისევე თამაშია, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა.”

“ვიცით, რომ რთული მატჩი გველის, რადგან “რაიო” უტევს და რისკავს ხოლმე. გახსნილი თამაში იქნება და იმედი გვაქვს, რომ უპირატესობას მოვიპოვებთ.”

“ხერარდო მარტინო პირდაპირ მადრიდში ჩაფრინდება. როდესაც ჩვენ გავემგზავრებით, ის იქ დაგვხდება.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward