“რეალ მადრიდისა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, მიჩელ სალგადომ განაცხადა, რომ ლამინ იამალი ფლობს იშვიათ ტექნიკურ თვისებებს, რაც ლეო მესისთან ლეგიტიმური პარალელების გავლების საშუალებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერი კარიერის საწყის ეტაპზეა, სალგადოს მიაჩნია, რომ “ბარსელონას” ვარსკვლავმა უკვე აჩვენა ის უშიშრობა, რაც ოდესღაც არგენტინელ ლეგენდას ახასიათებდა.
პარალელები ლეგენდასთან
Mundo Deportivo-ს მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუს თანახმად, სალგადომ ესპანეთის ახალი მარგალიტის განვითარებით აღფრთოვანება ვერ დამალა. ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე H ჯგუფში კაბო-ვერდესთან, საუდის არაბეთსა და ურუგვაისთან ერთად მოხვდა და ტურნირს 15 ივნისს, კაბო-ვერდეს წინააღმდეგ მატჩით გახსნის. მართალია, ყოფილი მცველი აღიარებს, რომ მესი სრულიად სხვა განზომილებაა, თუმცა დასძენს, რომ “ლა მასიას” ორ აღზრდილს შორის მსგავსების უგულებელყოფა უკვე შეუძლებელი ხდება.
მოუთმენლად ველით, თუ როგორი ლამინი გვეყოლება ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს წარმოუდგენელი იქნება. მესი სხვა გალაქტიკიდანაა, მაგრამ სიმართლეა, რომ მათ შორის პარალელები არსებობს. ლამინი ერთ-ერთია იმ მოთამაშეთაგანი, რომლის ყურებაც ხალხს სიამოვნებს. ბევრი არ არის ისეთი, ვისაც ერთი-ერთზე თამაშის ასეთი ხასიათი აქვს. და მე მხოლოდ ერთი-ერთზე არ ვიტყოდი, არამედ ერთი-ორზე ან ერთი-სამზე. ეს არის ის, რაც მესის ნამდვილად ჰქონდა.
“ლა მასიას” ფაქტორი
სალგადომ, რომელმაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” ათწლეული გაატარა, ხაზი გაუსვა ორივე ფეხბურთელის “ბარსელონას” სახელოვან აკადემიაში აღზრდის ფაქტორს, რაც მათი სწრაფი პროგრესის მთავარი გასაღებია. მისი თქმით, მაშინ, როცა მესი არგენტინიდან ბავშვობის ასაკში ჩამოვიდა, იამალი კლუბის კულტურაში კიდევ უფრო დიდხანს იზრდებოდა, რამაც მას 18 წლის ასაკში ელიტური ფეხბურთის წნეხთან გამკლავების უნარი მისცა.
ეს სიმწიფე უკვე აისახა ტიტულებშიც: იამალმა მოიგო სამი ლა ლიგის ტიტული, ევრო 2024 ესპანეთის ნაკრებთან ერთად და 2025 წლის ოქროს ბურთის ნომინანტებში მეორე ადგილი დაიკავა.
მესი “ლა მასიაში” 12 წლის ასაკში მივიდა, ლამინი კი – კიდევ უფრო ადრე. ისინი “ბარსელონას” საფეხბურთო გარემოში გაიზარდნენ, რაც განსაკუთრებულია. 17 წლის ასაკში ის, რასაც ლამინმა მიაღწია, სიგიჟეა. მართალია, მას ჩემპიონთა ლიგა აკლია, მაგრამ მოსაგებად ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს. მან უკვე შეძლო ევროპის ჩემპიონატის მოგება და ამ ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, რაც მარტივი სულაც არაა.
ადგილი ისტორიაში
სალგადო მესისთან შედარებას ჰაერზე არ აკეთებს, რადგან ოქროს ბურთის რვაგზის გამარჯვებულის აღზევება მან საკუთარი თვალით, უშუალოდ მოედნიდან იხილა. მან გაიხსენა ის მომენტი, როდესაც “რეალ მადრიდის” ფეხბურთელები მიხვდნენ, რომ თაობის უდიდეს ტალანტს უპირისპირდებოდნენ. ეს იყო ისტორიული “კლასიკო”, სადაც თინეიჯერმა მესიმ მსოფლიოს თავი ჰეთ თრიქით გააცნო.
მე გამიმართლა, რომ მისი თამაში პირველივე წუთებიდან ვიხილე. “რეალ მადრიდის” გასახდელში მის შესახებ მაშინვე ვისაუბრეთ, როგორც კი ჩვენ წინააღმდეგ გამართულ პირველ “კლასიკოში” დავინახეთ, სადაც მან ჰეთ თრიქი შეასრულა. მაშინ მივხვდით, რომ ის განსხვავებული მოთამაშე იყო, უდიდესი ლეგენდების დონეზე. მაგრამ, როდესაც ვსაუბრობ უდიდესებზე, ვგულისხმობ მარადონას, პელეს… იმ ადამიანებს, რომლებმაც ეპოქა შექმნეს და სხვებზე მაღლა დგანან.
მიჩელ სალგადოს ავიწყდება, რომ “ელ კლასიკო”, რომელშიც მესიმ ჰეთ თრიქი შეასრულა, არგენტინელისთვის პირველი არ ყოფილა. ერთი წლით ადრე მან “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3-0 მოგებულ შეხვედრაში 69 წუთი ითამაშა და იმ მატჩში მოედანზე სალგადოც ვიხილეთ. მალევე მესის “ბარსამ” “ელ კლასიკოში” 0-2 წააგო და მესიმ სრულად ითამაშა, თუმცა იმ მატჩში სალგადო მოედანზე არ ყოფილა.
შლოტერბეკი არაა გასაშვები რა. ჩემი აზრით მაგაზე კარგი ვარიანტი არაა ამ ეტაპზე.
კარგი კი არა საუკეთესოა ვუსკოვიჩთან ერთად მაგრამ გჯერა მაგის ყიდვის? მე საერთოდ არ მჯერა დაცვის გაძლიერების და ეგ გამოგვაგდებს წელსაც ლიგიდან თუ სასწაულად არ გაგვიმართლა ერთხელ მაინც
კუკურა რომ რეალში გადადის როგორ არ უნდა გიხაროდეთ ბიჭო ეგეთს რა უნდა ბარსაში ღადაობთ? ✌🏻ერთი ეგეთი ტრანსფერი მაინც მითხარით რომელმაც გამართლა რეალში? ან ბერნანდომ რომ ათამაშა ერთი ადგილი შებერტყილ ლაპორტას მაგას გამოაპარებს ვინმეე ??😂 ბარსას ჯინაზე ტრანსფერები მაგარია😂 მასტურბინიო რომ გააქანეს ეგრევე 😂😂😂💩
კარგი იყო კუკურელია, ბალდეს ნაღდათ ჯობდა, მაგრამ ბარსას აღზრდილი, რომ რეალში წავა რავი, იმ კაცზე გული რატომ უნდა დაგვწყდეს? გასტყვნია პატრონი. გული იმაზე უნდა დაგვწყდეს, რომ აფერისტი პრეზიდენტი და იდიოტი სპორტული დირექტორი გვყავს. პ.ს. ისე რეალის აქტიურობა რატო გიკვირთ ვერ ვხვდები? პერესმა ტრაკში კუილი რომ ვერ შეიკავოს სიბერისგან იყიდე გაყიდეში ლაპორტასნაირ და დეკოსნაირ სირებს ათასჯერ რომ აჯობებს ეს ვინმესთვის სიურპრიზია? ნუ იმ ხალხისთვის დეკო რომ საუკეთესო დირექტორი გონიათ და ლაპორტა სიტყვის კაცი შეიძლება სიურპრიზი იყოს, მაგრამ რეალურად ეს წელი ბებერი მელასთვის კუდის ბოლო მოქნევაა რომ ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტად შევიდეს და კიდევ ბევრ მაგარ ტრანსფერს დადებს. ახლა მთავარია სირმა ლაპორტამაც გაიკრას ჯიბეზე ხელი და ვინც ფლიკს უნდა ის ხალხი მოიყვანოს. ( თუ ეს ფლიკიც ცოტა ჩამოყლევება არ არის რაშიც ნელ ნელა ეჭვები მიჩნდება, რაც ბასტონი დაიწუნა😕)
ეს ნმეჩა კარგი ბიჭია სხვათაშორის
ბარუნი და უნდავიც კაი ბიწები არიან და იმედია ბრაუნს დაითრევენ
არ გამიკვირდება იმ პროჭმა კუკურელიამ რეალი გამოიყენოს რო ბარსამ იყიდოს😀 კუკრელიას ბარუნი ჯობაი მარა არ იყიდიან ხომ ვთქვი ამათუ იმედი სატრანსფერო ფანჯარაზე არ უნდა გქონდეთქო
არ მინდა ვინმე გავაკრიტიკო,მაგრამ ეს კომენტარების დიზაინი არ მომწონს. ძველი ჯობდა. ტელეფონში ძალიან უშნოდ ჩანს, არვიცი თქვენთან როგორაა.
ფაქტია რო ძველი დიზაინი ყველანაირად ჯობდა?
რა კუკურელია რეალდი ჩემი😅სუ გამოსლევდნენ ეს ფეხბურთელები ტო. ორივე ბარსელონას ფანი,ერთი ვაფშე ჩვენი გაზრდილი,კულე ვარო და რეალში რანაირად მიდის. ღმერთს მადლობა ეს ვიგოდნიკები რო არ მოვათრიეთ ბიჭოო. რაც შეეხება ალვარესს რაის 200 და რაის 150. ეგ ბიჭი დღევანდელი ფასებით მაქსიმუმ 100 მილიონი ღირს და ადრინდელით 50-60. ვაჭრობაში თუ შეყვნენ მაქსიმუმ 120-მდე უნდა ავიდნენ. მე ვაფშე ოსიმენი მირჩევნია. ცენტრში თუ არავინ მოჰყავთ ფლანგზე მაინც მოიყვანონ გრიმალდო ან ვინმე…
კარერასი, მენდი და ფრან გარსია ჰყავთ. რა ჯანდაბად უნდოდათ კუკურეია? გასაგებია, მენდიც გასაჯმეინებელია და ფრან გარსიაც, მაგრამ კარერასი ხომ განიხილება ძირითადის მარცხენა მცველად? რად უნდოდათ კუკურეია? ყველა სატრანსფერო ბრძოლა წააგო ბარსელონამ რეალთან, ალვარესის გაყიდვა არ უნდა ატლეტიკოს, თორემ მაგასაც აგვახევდნენ. გორდონში არავინ არ იყო 80 მილიონის გადამხდელი და მაგიტომ არ უწვალიათ ბევრი. ყველა სატრანსფერო ბრძოლას ქათმებივით რომ აგებენ, მაგარი ნერვები მეშლება. მოიტ*ნა ტვინი.
დაივიწყეთ მეგობარო ჰყავდეთ კუკურელიები და ბერნანდოები, კუკურელია რა ფეხბურთელია ან მაგათ სულ რო გუნდში მარადონა დაიმატონ იმდენი პრობლემა აქვთ კაი ხანი ვერ გამოძვრებიან. კუკურელიას დაკარგვა არ არის სანანებელი პირიქით კიდევ კაი რეალმა წაიყვანა თორე დეკუ მოათრევდა 70 მილიონად.
2 პრობლემააა
1.ბარსა ფეხბურთლებს ვერ იმატებს
2. რეალმ 50 მილიონად იყიდა ფეხბურთელი როდესაც ბარსა 70 მილიონს იხდიდა ბვერს ამბკბს ეს კლიბის მენეჯმენტზე
Დაცვა ყველაზე პრობლემური ჰქონდა რეალს და მოხოდეს. Ბერნარდოც კარგი დანამატია დაცვა ნახევარდაცვაში უკვე დიდი სიღრმე აქვთ. Რაც შეეხება ჩვენ საპანიკოდ საქმე ჯერჯერობით არ გვაქ მსოფლიოს მერე ლაპორტაც გააქტიურდება ალვარესი და მარცხენა მცველი რომ დავდოთ ჩვენც კარგად მოვიხოდებით. Ლამასიადანაც გვექნება შევსება კორტესი ესპარტი და განსაკუთრებით კი ტუნკარა საკმაოდ დიდ რესურს მოგვცემს. Ეხლა კი ნერვები გეშლებათ რეალიმა რომ ესე მოკლე დროში მოიყვანა ამდენი ფეხბურთელი მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს მაგათ ჩვენზე მეტი პრობლემური პოზიცია ჰქონდათ და ლოგიკურია რომ უფრო მეტად აქტიურობენ.
კუკურელიას და კონატეს დაცვა არ გაიშვა დუმფრისის თამადობით… რა ნაგავი დაცვაც ყავდა რეალს იგივე დარჩა, პაპუას რუდიგერს და ჩუამენის გაუსწორდებოდათ ახალი ნაპარნიკი თავისნაირი გორილა კონატე, არაუხო შევტენოთ და კი გამოვა სამი მუშკეტერი და დარტანიანი ოთხივე ერთნაირი ხისთავიანი გორილა. რეალმა თუ არავინ გაუშვა რამდენი ფეხბურთელიც არ უნდა დაიმატონ აზრი არა აქვს იგივე სიტუაცია იქნება. მაგათ იმდენი პრობლემები აქვთ კიდე რამოდენიმე წელი ვერ მოაგვარებენ, გასახდელის დალაგება ეგეთი მარტივი საქმე არაა. ამ ლაპორტამ კიდე კანსელო მაინც გაინაღდოს მართლა რა გადაყვა ამ ალვარესს ბოლოს ისე არ მოხდეს რო ყველა გაექცეს.
Დუმფრისი კონატე კუკურეია პლიუს ბერნარდო სოლიდური დანამატია, თუმცა იმაში გეთანხმები რომ ამით მაგათი მთავარი პრობლემა არ გადაიჭრება გასახდელში სიტუაცია დაულაგებელი აქვთ და პრიკოლი ის არის რომ მოიყვანეს ყველაზე ტოკსიკური მწვრთნელი ვინცკი შეიძლებოდა ყოფილიყო. Პლიუს ამდენ ახალ ფეხბურთელს ეთამაშება ენდომებათ მოურინიო კი ცნობილია იმით რომ პირველ წელს დიდი წარმატებით ვერასდროს დაიკვეხნის ხოლმე. Კაროჩე მე სანერვიულოს ვერაფერს ვხედავ, მთავარია ჩვენ ჩვენი გუნდი მოვხოდოთ და რეალი რას იზამს არ არის ეგეთი მნიშვნელოვანი
ვერაფერი გავიგე.გორდონი მოვიყვანეთდა მორჩა.ტრანსფერები თუ რახდება ვერ გავიგე
აჰა კუკურელია რეალში წავიდა. გვყავდეს ჩვენ ცალტვინა ბალდე. ბიჭო გადააყოლეს ალვარესს სატრანსფერო ფანჯარა. გავკარი ალვარესს. მიქაუტაძე მოიყვანონ, იფრო იაფიც დაჯდება და სხვა პოზიციებს გავაძლიერებთ. ოხ რა უმაქნისი ღლეები არიან ეს ლაპორტა და დეკუ. განა რამე მაიმც ჩასვრილო იქნება რეალი, პროსტა ტეხავს.
რა მიქაუტაძე ძმაო, რახან ქართველია თვალებს ნუ დავიბმავებთ. სად ალვარესი და სად მიქაუტაძე, ფაქტია მოგვწონს თუ არა, ალვარესზე უკეთესი ვარიანტი ამჟამად არაა და იმედია იყიდიან.
ალვარესში 200 მილიონის გადახდას, მიქაუტაძე არ ჯობია? რამხელა რისკია გადაიხსდო 200 მილიონი კაცში რომელმაც შეიძლება ჩაისვაროს საერთოდ.განა იმას ვამბობ მიქაუტაძე ალვარესს ჯობია თქო. იაფი ვარიანტია. ტიპს გადააყოლო მთეკი სატრანაფერო ფანჯარა და ბოლოს მაინც ვერ მოიყვანონ ძალიან დიდი უაზრობა მგონია.
და მიქაუტაძის ყიდვაში ვერ ხედავ რისკს? ვილიარეალში რადგან იტანს გოლებს, არ ნიშნავს რო ბარსაშიც იფრენს. მაღალი დონეა ალვარესი რაცარუნდა ვთქვათ.
მაღალი დონე იყო გრიზმანიც მაგრამ ფაქტი სახეზე გვაქვს. ბარსელონაში არ გაამართლა. გრიზმანის გარდა კიდე ბევრი მაგალითია ძვირიანი ფეხბურთელების რომლებმაც ვერ გაამართლეს. მიქაუტაძის ფასი არის 30 მილიონი ტრანსფერ მარკეტზე. ჩემთვის უფრო დიდი რისკია 200 მილიონი გადავიხადო ფეხბურთელში, რომელმაც შეიძლება ვერ გაამართლოს და ამის გამო სხვა პოზიციები დამრჩეს გასაძლიერებელი და სკამის სიღრმე არ მეყოს მთელი სეზონის განმავლობაში. ვიდრე 30 მილიონად ვიყიდო ფეხბურთელი და იგივე რისკზე წავიდე, თუმცა სხვა პოზიციები შევავსო. მაშინ თუ მიქაუტაძე არაა საჭირო კალსის ფეხბურთელი ოსიმენზე დაფიქრდნენ, ან თუნდაც ვლაჰოვიჩზე უფასოდ. სკამზე მაინც იჯდება. რა გამოვა ალვარესს ვსდიოთ და ბოლოს იგივე შემადგენლობით დავრჩეთ,რაც წინა სეზონში. რავიცი ეს ჩემი აზრია უბრალოდ. შეიძლება ვცდები. მაგას დრო გვაჩვენებს რა და როგორ იქნება.
მიქაუტაძეს რომ მოიყვანა 30-45 მილიონად მაგას შეგიძლია სკამის ფეხბურთელიც მოუყვანო ალავრ3ზდ რომ იყიდი 200 მილიონად სკამს ვეღარ გააძლიერებ
კვარაცხელიაზეც იგუვე კომენტატები იყო😂 რახან ქართველი ანუ მიკერძოებული ვართ?😀 ალვარეზი საუკეთესო ვარიანტია მარა არ უშვებს ატლეტიკო ამიტო უნდა იყიდონ მიქაუტაძე რომელსაც უპრობლემოდ გამოუშვებს ვილიარეალი და ასევე იმუშავინ სხვა ტრანსფერებზეც:)
აკი ბარსელონაა ჩემთვის პრიორიტეტიო? ამათი დედაც რა, ყოფაც სტირებია ბერნარდუსაც და ამ ქათამსაც.
ვახ რა საცოდავები არიან ტიპები ბიჭოო😂😂 ბარსა თუ ვინმეს დააუარებს ყიდულობენ ტიპები😀ამ ფლიკმა კოდე ხო წაიღო ტვინი რამდენი ვინმე უნდა დააუაროს მერე რეალი ყიდულობს კაპიკებში… ჩვენ კუკურეიაში რმადენს ვიხდიდით?😀
🚨𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: მარკ კუკურელია კარიერას რეალში გააგრძელებს! 📝
ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებულია 🤝
Ის ლამასიელი სადაა რო გაიქცა
კუკურელია იყიდა იმ დედა**ნულმა.
კუკუ კუკურეიააა რეალ მადრიდში? 😳😳
მესისთან ახლოსაც არაა არაფერში
🚨JULIAN ALVAREZ TO BARCELONA, HERE WE GO! 💙❤🚨 THE DEAL IS DONE FOR €200M, ALVAREZ WILL FINALLY WEAR THE BARCA JERSEY FOR NEXT SEASON
MEDICAL TESTS COMPLETED, NOTHING WRONG, STARTING NEXT SEASON, HE WILL WEAR THE BLAUGRANA JERSEY! 🔵🔴
JULIAN ALVAREZ IS CULERS! 💙❤
ფაბრიციოს ედო ეს პოსტი, და აქ საიტზე როდის გვექნება სიახლე ?
ნაღდია? შანსი არაა ვერ დავიჯერებ.
ალბათ ფეიკია, თუ სიმართლე გამოდგა ჩათვალეთ აქამდე რაც სერესოს ლაპორტასთვის პირში აქვს მიცემული, ისინი მონაგონი იქნება ამ გაპირვასთან. იმინა სირცხვილი იქნება😕 იმედია ეგეთი იდიოტებიც არ არიან.შეთავაზონ 120პლუს 10 ბონუსი და მიცენ მოსაფიქრებლად სიტყვაზე 10 დღე. ამ 10 დღეში იმ უდღეურ ალვარესსაც თუ მართლა უნდა დიდ კლუბში თამაში ამოიღოს ხმა, ვინმე არგენტინელ ჟურნალისტს მისცეს სენსაციური ინტერვიუ, ისეთი რომ მიხვდეს ატლეტიკო რომ მის დატოვებას აზრი არ აქვს და ეგაა. არ მოიტკნა ტვინი ამ თვეში ორი გოლის გამტანი ვითომ თავდამსხმელით ბლიად. დაცვას მიხედონ წესიერად და მართლა შეხედონ იმ ეგვიპტელ ბავშვს იქნებ ამართკებს. არცერთ სამყაროში ალვარესი 130 მილიონზე მეტი არ ღირს🤮🖕🏿
მე ეგეც მეძვირება, სულ რო შუაზე გავიხრთ 100 ხე მეტი არ უნდა მისცენ ჩემი აზრით.
ინსტაგრამ ფეიჯზე არაფერი უდევს ფაბრიციოს მაგაზე. სიმართლეც რომ იყოს საერთოდ არ გამიხარდება. 200 მილიონი არა ტოროლა.
მაგ ფასად არცერთი ფეხბურთელი არ მინდა ბარსაში პრაიმ მესის გარდა. 100 ან მაქსიმუმ 110 ზემოთ არ ღირს ალვარესი ყიდვა. ისე კი ზოგიერთი აქ 80-90 მლნ-ად აფასებს და აპირებს ლიფსიტა ზვიგენის გაყიდვას და მაგ მსჯელობით ალვარესი კი ჯობია 2 თავით ლიფსიტას 🙂🙂🙂
გასაგებია, სალგადოს მუნდიალის მოგება უნდა და მტერსაც კი შეეკვრება… ვხუმრიობ რა თქმა უნდა;
გამიხარდება ფურია როხას ტრიუმფი, არგენტინის შემდეგ ესპანეთს ვგულშემატკივრობ;
მით უფრო, რომ იქ არც ერთი რეალის ფეხბურთელი არ იქნება