მადრიდულ კლუბებს შორის ნამდვილი საინფორმაციო ომი დაიწყო, რაც “ბარსელონასთვის” სატრანსფერო ბაზარზე, კერძოდ კი ხულიან ალვარესის დასამატებლად, შესაძლოა მნიშვნელოვანი ამბავი აღმოჩნდეს. მას შემდეგ, რაც “რეალ მადრიდმა” არგენტინელი თავდამსხმელის თაობაზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, “ატლეტიკომ” მეზობლებს სარკასტული და დამცინავი პოსტით უპასუხა.
“რეალ მადრიდის” განცხადება და 150-მილიონიანი შეთავაზება
“რეალ მადრიდმა” ოფიციალური გვერდის მეშვეობით დაადასტურა, რომ დირექტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ, “ატლეტიკოს” ხულიან ალვარესის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო შესთავაზა. განცხადებაში ეწერა, თითქოს “ატლეტიკომ” შეთავაზება განიხილა, მადლიერება გამოხატა კლუბებს შორის არსებული “კარგი ურთიერთობის” ფარგლებში, თუმცა წინადადება უარყო და ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხაზე მიუთითა.
“ატლეტიკოს” სარკასტული პასუხი
ამ განცხადებას მალევე მოჰყვა “ატლეტიკოს” ოფიციალური პასუხი X-ზე, სადაც “რეალ მადრიდის” პოსტი ფაქტობრივად მასხრად აიგდეს და 4 პუნქტად ჩამოაყალიბეს თავიანთი პოზიცია:
- რომის პაპის ვიდეოდან ამოჭერით ეპიზოდი, სადაც ამბობდა, რომ ისიც “ატლეტიკოს” გულშემატკივარიცა
- ალბათ, ზრდილობა მადლიერებაში აგერიათ, მაგრამ ეჭვები რომ არ დარჩეს: ჩვენ თქვენი არაფრის მადლიერი არ ვართ.
- ხულიანის თაობაზე არანაირი შეთავაზება არც შეგვისწავლია და არც განგვიხილავს.
- როგორ არ უნდა ვიყოთ კარგ ურთიერთობაში, როცა “ბარსელონაზე” მეტადაც კი გვაცინებთ.
რას ნიშნავს ეს “ბარსელონასთვის”?
ამ ამბავს “ბარსელონასთვის” აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. დადებითი ისაა, რომ “რეალ მადრიდი” ხულიან ალვარესისთვის ბრძოლას გამოეთიშა. უარყოფითი კი ისაა, რომ “ბარსელონას” ძალიან გაუჭირდება “ატლეტიკო” ხულიან ალვარესის 150 მილიონ ევროზე ნაკლებად გაყიდვაზე დაითანხმოს.
მეიყვანეთ მეიყვანეთ
დადგმული სპექტაკლი. პერესს ალვარესი უნდოდა და 150 იხდიდა? იმდენი მაგის ჯიში მო****. ამით ბარსას გაურთულა საქმე. ან იმის ტვინში ჩამახედა ვინც ამაში 150-ზე მეტს გდაიხდის. რეალურად ასიც არ ღირს.
ალვარესს ვერ მოიყვანენ და ეგაა რა. მიქაუტაძეზე როარ იწერება ტეხსსს
აი სულ ჩვენ მიზანს რატო ეხება ეს კუანა ბებერი, ხო მოილაპარაკეს და ბარსას ხო არასდროს უცდია რეალის ინერესებში ჩარევა, რატოა ესეთი უსინდისო.
ამის ყიდვა ფაქტიურად გამორიცხულია, თან კონტრაქტი აქვს 2030 წლამდე. ჯობია ოსიმენზე გადაერთონ და შეიძლება ესეც არის. გორდონის სიტუაციას რომ შევადაროთ, წინა დღეს გავრცელდა ინფორმაციები დალშე არავინ აზრზე არ იყო რო ბარსა გორდონს ეჩალიჩებოდა. იქნება ოსიზეც ესეა
ეს არის დიდი კუკლა,რა მაგარი ფარსია პერესის აფიორა კარგი რა ამას თუ ესენი წამოეგენ მაშინ ამათი დედაც ჯეკ
ნეტავ ამ ბარსაში ცოტა აზრზე როდის მოვლენ ?
ალვარესი უნდა გეყიდათ თავის დროზე ფერან ტორესი რომ აირჩიეთ, ახლა ალვარესი ნამდვილად არ ღირს მაგდენი და არც ისეთი ფეხბურთელია რომ ჩვენთან გაშალოს ფრთები. მე არ მჯერა, რომ ფლიკს უნდა ალვარესი, დიდი ალბათობით იმ მსუქანას სურს და ფლიკი ვერ უტეხავს ხათრს. ოსიმენი არის იდეალური ვარიანტი და თუ ეგ ტრანსფერი არ გამოვიდა ვინმე ახალგაზრდა და პერსპექტიული მონახონ ან ვლაჰოვიჩი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს შანსი დიდი ფეხბურთი ითამაშოს.
Q20 ანდონი პერესი ყველაფერს აკეთებს, რომ ბარსა დააზარალოს, ფასი აუწია ალვარესს და თანაც თავის ფანებს პასუხი გასცა, აი ძმაო ვყიდულობდი და არ მომყიდესო
Ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა თან თავისი საარჩევნო პიარ კამპანია უზრველყო თან ჩვენ გაგვირთულა ალვარესი ყიდვა დარწმუნებული ვარ შეთანხმებული იყვნენ რომ რეალს 150 მილიონიანი შეთავაზება უნდა გაეკეთებინა და ატლეტიკოს უარი უნდა ეთქვა შეთავაზებაზე თორემ საერთოდ არ სჭირდება რეალს ალვარესი