ბარსელონა ხულიან ალვარესისთვის აუქციონში ჩართვას არ აპირებს

ბარსელონა ხულიან ალვარესისთვის აუქციონში ჩართვას არ აპირებს

საარჩევნო კამპანიის დროს ფლორენტინო პერესის მიერ ნახსენები 150-მილიონიანი ევროს შეთავაზება უმაღლესი დონის ფეხბურთელზე, შესაძლოა “ატლეტიკოსკენ” იყოს მიმართული ხულიან ალვარესის დასამატებლად. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც “რეალ მადრიდი” განიხილავს და ის ემთხვევა სატრანსფერო ბაზარზე “ბარსელონას” ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს. კატალონიური კლუბის ინტერესს არგენტინელი თავდამსხმელის მიმართ არავინ მალავს.

“ატლეტიკომ” უკვე იცის, რომ “ბარსელონა” მზადაა, თავდამსხმელის ტრანსფერში 100 მილიონ ევრო გადაიხადოს. თუმცა, მადრიდული კლუბი ამ თანხას არასაკმარისად მიიჩნევს. მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება, რადგან ამჟამად ამ ორ კლუბს შორის ურთიერთობა საუკეთესო ფაზაში არ არის. “რეალ მადრიდის” გამოჩენა კი, თუ ეს საბოლოოდ მოხდა, ოპერაციის ფასს კიდევ უფრო გაზრდის.

“ბარსელონა” პოზიციას ინარჩუნებს

“ბარსელონას” არ აქვს განზრახული “ატლეტიკოს” თავდამსხმელისთვის აუქციონში ჩაერთოს. კლუბში ძალიან კარგად აქვთ განსაზღვრული ამ ოპერაციის ეკონომიკური ლიმიტები – როგორც ფიქსირებული, ისე ბონუსების სახით – და არცერთ შემთხვევაში არ გადაიხდიან ნახსენებ 150 მილიონ ევროს. ამ ეტაპზე “ბარსელონა” ინარჩუნებს რამდენიმე დღის წინ წარდგენილ 100-მილიონიან შეთავაზებას და მის გაზრდას არ გეგმავს. კატალონიაში იმედოვნებენ, რომ “ატლეტიკო” საბოლოოდ სწორედ ამ თანხის გარშემო დაიწყებს მოლაპარაკებას, რადგან მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, მადრიდელთა ხელმძღვანელობამ ხულიანს შეატყობინა, რომ წასვლის სურვილის შემთხვევაში, მას კლუბის დატოვებას გაუმარტივებდნენ.

გარდა ამისა, თავდამსხმელმა უარყო “ატლეტიკოს” მიერ შეთავაზებული კონტრაქტის გახანგრძლივების წინადადება, რადგან მისი მიზანი გარემოს შეცვლაა. ახლა “ბარსელონა” ფეხბურთელისგან ელოდება საბოლოო ჟესტს, რომელიც ნათელს გახდის მის წასვლის სურვილს – იქნება ეს მთავარ მწვრთნელთან პირდაპირი საუბარი თუ საჯარო განცხადება.

მოთმინება

მიუხედავად ამისა, საკითხის დაუყოვნებლივ გადაწყვეტა მოსალოდნელი არ არის. ფეხბურთელი ამჟამად არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზეა კონცენტრირებული. სანამ ტურნირი გრძელდება, მისი ყურადღება მხოლოდ ამაზე იქნება მიმართული და არა მის პროფესიულ მომავალზე. გადაწყვეტილებების მიღების დრო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დადგება.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 11 ივნ 2026, 00:09

    ჩემი აზრით 120 მილიონიც ბევრია 20 გოლიან ფორვარდში.

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 10 ივნ 2026, 01:30

    ატლეტიკო, იუვენტუსი და მსგავსი გუნდები არასდროსაა კარგი ადგილი ფორვარდებისათვის, ხულიანი იმან მოატყუა, რომ მაინც გრანდი ჰქვია, ძლიერი შემ,ადგენლობაა და სტაბილურად ლიგაზე გამოდის, სიტიში უჭირდა ძირითადის ფორვარდობა ჰალანდის გადამკიდე, 9-იანზე ძნელია 1.7 სიმაღლის კაცმა 2 მეტრიან ცხენს აჯობო, რომელიც ცხოველია, აწყვეტილი დარბის და თუ გოლს ვერ გაიტანს, ლელოს დადებს

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 10 ივნ 2026, 00:19

    ბარსელონას არასდროს არ ადგებოდა ორი ტიპის ფეხბურთელები, მენტალურად სუსტები როგორიც გამოდგა კოუტინიო და დებილები როგორიც გამოდგა დემბელე ( სიბერეში კი დაჭკვიანდა) ხოდა ადრეც ვთქვი და გავიმეორებს ყველაფრის მომგები 25 წლის ფორვარდი რომ სიმეონეს ატლეტიკოში გადახვალ სიტიდან ხარ დებილი, არც მეტი არც ნაკლები გონებასუსტი დებილი😕

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 10 ივნ 2026, 00:16

    150 არა სირი გაზეთში გახვეული😕 მაგ 120 რასაც ალვარესში იხდიან, გაყიდეთ კუნდე 70 და 190 მილიონად შეფუთულს გამოგვატანს სიტი ჰალანდს და მივიღებთ სტაბილურ 30 გოლს სეზონში თან პერესის ინსულტს😆

  • lesane C
    lesane C ვეტერანი
    schedule 09 ივნ 2026, 22:04

    150 მილიონი ნამდვილად არ ღირს, კარგია თუ არ გადაიხდიან მაგ ფასს

  • Cule cule
    Cule cule ახალბედა
    schedule 09 ივნ 2026, 22:04

    აუ ოსიმენს მიაწვნენ რაა ბევრად მაგარია 2 სართულზეც ფიზიკურადაც და შემსრულებელიც არის მე ოსიმენს მივიყვანდი როგორც ჩანს გვეკაიფებიან მაგრად არც ალვარესს უნდა წასვლა თორე აქამდე მივიდოდა სიმეონესთან და ეტყოდა რო კლუბის დატოვება უნდა

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 09 ივნ 2026, 20:38

    ბევრჯერ დავწერე უკვე ეს ბიჭი ფელიქსის ბედს გაიზიარებეს🙏🏻 ფელიქსი რომ ტალანტი იყო ალვარესი ეგეთი არასდროს ყოფილა✌🏻

  • Damien12
    Damien12 გულშემატკივარი
    schedule 09 ივნ 2026, 18:00

    რა ჯანდაბად უნდათ ან რას გადაეკიდნენ ამ ტიპს. დიდი ალბათობით, არ აქვთ არავის მოყვანის თავი და ბოლომდე გაეკიდებიან ხულიანს და ბოლოს არავინ მოიყვანენ.

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    schedule 09 ივნ 2026, 17:03

    მადრიდელების მორიგი სპეკულაციები, კიდევ კარგია ფარჩაკი ოთხთვალა, რომ არ არი პრეზიდენტი უეჭველი იგოიმებდა და გადაიხდიდა 150კ-ს, ამათმა კიდე მაფიოზი ლაპორტას ხრიკები აქამდე როგორ ვერ ისწავლეს, ყოჩაღ ხელმძღვანელობა ესე მტკიცედ უნდა იდგნენ აბა რაა…ალვარესს რაც შეეხება საღად და ლოგიკურად თუ აზროვნებს ისედაც იცის სად უ და წავიდეს ნამდვილი ფეხბურთის სათამაშოდ, სიმეონეს გავეყარე და მოურინიოს შევაყარეო რომ არ გამოუვიდეს…იმენა ლოსები არიან რაა, საცოდავები….😆😆😆

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 09 ივნ 2026, 15:53

    თუ რეალი 150 გაისვრის, კითხვა ჩნდება: ვინ იტამაშებს ძირითადში, ეგ თუ ბამპე? ის ბოშა ბიჭი რომ იჩაგრება არაფერი? მოდით ის ბავშვი გამოუშვან უფასოდ, საკმაოდ კარგი ფორვარდია და ბამპემ ააქოთოს გასახდელი

  • LEVANII
    LEVANII ახალბედა
    schedule 09 ივნ 2026, 15:43

    Ალვარესზეა დამოკიდებული ტრანსფერი თუ მკაფიოდ დაასახელეს რომ ბარსაში უნდა გადმოსვლა ატლეტიკო და რეალი ვერაფერს გახდებიან მუნდიალის დასრულებამდე სერიოზულ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ არცერთი მხრიდან

  • LEVANII
    LEVANII ახალბედა
    schedule 09 ივნ 2026, 15:42

    Ხულიანზეა დამოკიდებული ტრანსფერი თუ მკაფიოდ დაასახელეს რომ ბარსაში უნდა გადმოსვლა ატლეტიკო და რეალი ვერაფერს გახდებიან მუნდიალის დასრულებამდე სერიოზულ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ არცერთი მხრიდან

  • 1899
    1899 ახალბედა
    schedule 09 ივნ 2026, 15:37

    ოსიმენი ჯობია ბევრად და ეს ამ ყ…. ვერ შეიგნეს!!!!

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 10 ივნ 2026, 15:29

      ოსიმენზე თურქებმა 140 მლნ, დაასახელეს და არც ეს გვაწყობს.