workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხერარდო მარტინოს მამა გარდაიცვალა

ხერარდო მარტინოს მამა გარდაიცვალა

დღეს დილით, ხერარდო მარტინომ ცუდი ამბავი გაიგო. მამამისი, რომელიც გულის შეტევით საავადმყოფოში იყო მოთავსებული, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა შესაშური პროფესიონალიზმი გამოიჩინა. ის “აიაქსთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციას დაესწრო და მამის გარდაცვალების შესახებ არაფერი უთქვამს. ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია სანდრო როსელმა მიაწოდა.

ცნობილია, რომ ოჯახური უბედურების მიუხედავად, ხერარდო მარტინო გუნდს “აიაქსთან” გაუძღვება და არგენტინაში ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაემგზავრება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward