workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ოლმო გაუმჯობესებულ კონტრაქტს მიიღებს

დანი ოლმო გაუმჯობესებულ კონტრაქტს მიიღებს

დანი ოლმო მალე გაუმჯობესებულ კონტრაქტს მიიღებს, რაც უკვე ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია და ძალაში “ბარსელონაში” მისი მესამე სეზონიდან შევა. ინფორმაციას Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ფერან მარტინესი ავრცელებს.

“ბარსელონას” სურს დააჯილდოოს ფეხბურთელი 2024 წელს კლუბში გადმოსასვლელად გაწეული ძალისხმევისთვის, როდესაც მან უარი თქვა უკეთეს შეთავაზებებზე, შეიმცირა საწყისი ხელფასი და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კლუბის ფინანსური ფეარ-პლეის ლიმიტებში ჩამჯდარიყო და გუნდს მის დარეგისტრირებაში დახმარებოდა.

ხელფასის ზრდა შეთანხმდა იმისთვის, რომ მისი ანაზღაურება გუნდში მის სტატუსს შეესაბამებოდეს და ფეხბურთელმა კომპენსაცია მიიღოს პირველი ორი სეზონის განმავლობაში ნაკლებ თანხაზე დათანხმებისთვის.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (23)

  • El pistolero 9
    El pistolero 9 ვეტერანი
    schedule 01 ივნ 2026, 16:17
    #23

    ამასობაში იდეალური სკამი გვყავს. ნახევარდაცვა სრულყოფილადაა დაკომპლექტებული. ცხრიანი გვჭირდება, მარჯვენა მცველი და ერთი ცენტრალური. მგონი ჯობია არაუხო გაიყიდოს. პირადად მე ფლიკის გუნდში ამ კაცის ადგილს ვერ ვხედავ. ტა არ უნდა გაგვეშვა ხელიდან.

  • Johan Cruyff 14
    Johan Cruyff 14 ლეგენდა
    schedule 01 ივნ 2026, 10:59
    #21

    ძალიან მაგარი ესეთი დაფასება, იმედია ეს წახალისება უფრო და უფრო მეტ მოტივაციას მისცემს დიდი ტიტულებისკენ ამ კაი კაცს უკვე მომწოფებულია ბარსა ჩემპიონთა ლიგისთვის

  • Baski123
    Baski123 ახალბედა
    schedule 01 ივნ 2026, 02:41
    #20

    გაუმაუმარჯოს ბიჭებო❤️ თვითერზე შემხვდა ერთი ორი ინფორმაცია ინკაპიეზე და გვარდიოლზე მიდის ლაპარაკიო და იცით რამე მაგაზე? ინკაპიე არაა ცუდი ბიჭი

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 31 მაი 2026, 23:48
    #17

    არდა გიულერიო ბიჭოოოოო😂😂😂😂😂😂💩

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 31 მაი 2026, 22:30
    #15

    ძმებო, ოქროს ბურთის განახლებულ რეიტინგში რა ხდება ხომ არ იცით?

  • Ronaldinho.R10
    Ronaldinho.R10 ვეტერანი
    schedule 31 მაი 2026, 21:05
    #13

    კულეებო ალვარესზე რამე სიახლე ხომ არ არის?

    • Cule cule
      Cule cule ახალბედა
      schedule 31 მაი 2026, 22:12
      #14

      არაფერი ვაფშე მეც ვუყურებ ქართულ და უცხოურ საიტებს არაფერია ჯერჯერობით ატლეტიკო დროს წელავს ელოდება სხვა კლუბებიდან შეთავაზებებს რო ჩვენ გაგვიზარდოს თანხა

    • Visca barca
      Visca barca გულშემატკივარი
      schedule 31 მაი 2026, 22:32
      #16

      𝐄𝐗𝐂𝐋: ხულიან ალვარესი ატლეტიკო მადრიდიდან“წასვლის სურვილს არ თმობს და ბარსელონაში გადასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს! 🤯

      🔵🔴 მოსალოდნელია, რომუახლოეს პერიოდში კატალონიური კლუბი ახალი შეთავაზებით დაბრუნდება! 💣🔥

      რამდენად სიმართლეა არ ვიცი მაგრამ რამდენიმეგან შემხვდა

      • Cule cule
        Cule cule ახალბედა
        schedule 01 ივნ 2026, 00:02
        #18

        არარის სიმართლე ვერსად ვნახე მსგავსი ინფო

    • Gaucho97
      Gaucho97 გულშემატკივარი
      schedule 01 ივნ 2026, 02:18
      #19

      ორი სიახლე რაც შემხვდა, ატლეტიკოდან წასვლა უნდა არსნელს და პსჟს უარი უთხრაო ბარსას გამო, მეორე რაც იყო მამამისმა ატლეტიკოს ანფოლოუ გაუკეთა ინსტაგრამზე და ბარსა გამოიწერაო 😂

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 31 მაი 2026, 19:27
    #12

    პიჟონი დემბელი, ჩვენთან როცა იყო მნიშვნელოვან დროს სულ ჩაკარგული იყო და ისვრიდა, ლივერპულთან 3-0 ის დროს ის მომენტი დღემდე არ ამომდის თავიდან, ბარსას ფორმა რო სცმოდა გუშინ პენალსაც გამაზავდა დარწმუნებული ვარ. მაგისი და ბაყაყიჭამიების საბლატაო რო დადგა ეგაა ცუდი.

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 31 მაი 2026, 19:14
    #9

    გვარდიოლას მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ბარსელონას ფანებისგან ძალიან საწყენია. პეპი არის ფენომენალური მწვრთნელი, რომელმაც ფეხბურთი ახალ საფეხურზე აიყვანა. 4 წელი იყო ჩვენთან, მარა იმ ოთხ წელში რაც გვაჩუქა ქულეებს, მაგის წყალში ჩაყრა როგორ შეიძლება? ასი წელი ვერ მივა ენრიკე გვარდიოლასთან ჩემთვის და არა მარტო ის, პეპი ყველა დროის ნომერ უნოა.

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    schedule 31 მაი 2026, 13:46
    #6

    თავკლე მბაპე რა მდგომარეობაშია ახლა ძაან მაინტერესებს 😀 კარიერის ბოლომდე 1 ლიგა თუ მოიგო ეგეც საკითხავია, რეალში სანამ ეგ და ვინისიუისი ერთად იქნებიან ვერ ეღირსება. იმ მაიმუნს ოქროს ბურთი უნდოდა მოეგო, ამათმა ადგენენ და მბაპე მიიყვანეს გუნდში, რომელსაც მაგის პოზიციაზე თამაში უნდა.

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    schedule 31 მაი 2026, 12:15
    #4

    არ ვიცი ამან რა ხელფასი შეიმცირა მაგრამ როგორც ადრე ვნახე 9მილიონს იღებდა წელიწადში და საერთოდ არაა პატარა ამბავი.
    რავი, ისიც მესმის რომ პატივისცემის პონტში ხდება და ვალში არ რჩებიან, მაგრამ იმედია მცირედით გაუზრდიან და ეს არ იქონიებს გავლენას სამომავლო ტრანსფერებზე, რადგან კაცმა არ იცის ეს სატრანსფერო და ამდენი დანახარჯი სადამდე მიგვიყვანს.
    გორდონზეც იწერება რომ ნიუკასლში რასაც იღებდა მაგისი გაორმაგებული დაუნიშნესო, სადღაც 7მილიონიო და რიავიცი რიავიცი..
    რაღაცა მგონი ისე გამოსდით რომ თითქოს ბედნიერებისგან აღარ იციან ეს ფულები სად წაიღონ..
    რავიცი, იმედია ალვარესში იმ 150 მილიონს მართლა არ მიათხლიშავენ თუ არადა მაგრად დავგოიმდებით..

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 31 მაი 2026, 12:00
    #2

    ზონებსშორის დღეს ერთიერთი საუკეთესოა მსოფლიოში.👌🏻

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 31 მაი 2026, 13:04
      #5

      ზუსტად, თუ საუკეთეო არა.

    • Barca for life
      Barca for life ვეტერანი
      schedule 31 მაი 2026, 13:47
      #7

      ზონებს შორის კი კაია მაგრამ ზატო პრესინგზე და დაცვით ფუნქციებშია ერთ-ერთი ყველაზე სლაბია მსოფლიოში და ამიტომაც ამოაგდო ფერმინმა.
      ასევე პოზიციური თამაშისას ძაან კრეატიულიც არაა, მაგალითად ისეთი დებრუინი როგორიც იყო რო ყველა წერტილიდან შანსს ქმნიდა, ნუ რა თქმა უნდა დებრუინს არ ვადარებ, მაგრამ მსგავს შანსის შექმნაზე მაქვს აქცენტი.. ძირითადად პედრის მეტი სხვა ძალიან იშვიათად აკეთებს მცველებს უკან გადაკიდებას ხოლმე არადა როლურად ეგ ოლმოს უფრო მოათხოვება, მაგრამ ოლმო ასისტებს ძირითადად მოკლე დისტანციაზე ერთი შეხებით აკეთებს ხოლმე, თუმცა ბევრი ასისტი რომ არ უგროვდება სეზონებში სწორედ იმის დამსახურებაა რომ შემოქმედებითად ეგეთი სწორხაზოვანია..
      ასევე თუ დაკვირვებიხართ ხშირად კონტრებზე ძალიან არაპროდუქტიულია რადგან სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს ბოლო პასის მომენტში და ხშირად აფუჭებს შეტევას.

      ანუ ოლმოს აქვს 2 დიდი პლუსი: ზონებს შორის თამაში და კარგი დარტყმა, მაგრამ ასევე აქვს 2 ძალიან დიდი მინუსი: პრესინგსა და დაცვაში მუშაობა და შემოქმედებითი უნარები..

      შესაბამისად ფერმინმა ამოაგდო და თუ ის ორი მინუსი არ გააუმჯობესა დიდი ალბათობით ამ სეზონის მერე გაყიდიან, რადგან ფლიკის სისტემაში ნახევარცველისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ორ კომპონენტშია სლაბი..

      და მე მაგალითად იმისი მეიმედება რომ ამ პრესეზონზე ემბრიმა ტუნკარას იძახებენ და აი ეგ ბიჭი შეიძლება იამალივით მაგარი დადგეს პოტენციურად, უბრალოდ ჯერ 16 წლისაა, მაგრამ წლებია თავის ასაკთან შედარებით გაცილებით სხვა ლეველზე თამაშობს, იმდენად რომ გეგონება ჩამოყალიბებული ვარსკვლავი ვიღაცა ღლაპებთან ჩააგდესო.. ასე იყო იამალიც 14 წლის ასაკში მე რომ ვწურავდი ნეტა როდის გაიზრდება თქო და კი ვხედავთ რაც დადგა და ახლა იგივეს ვამბობ ტუნკარაზეც, რომელიც 4ვე პოზიციას ფარავს შეტევაში, მაგრამ უფრო მეტად 10იანი და მარჯვენა ვინგერია.
      მოკლედ ბარსას სანერვიულო არ აქვს რომ დრო ფერნანდესი გაექცა და 1 სეზონის მერე ოლმოს გაყიდვა რომ მოუწიოს, რადგან აგერ ნახავთ ტუნკარა რეებსაც დაატრიალებს. ერთადერთი ფლიკის არ მეიმედება, რადგან ფაქტია რომ ახალგაზრდებისთვის დიდად ბევრი შანსის მიცემა არ უყვარს.. 1-2ს კი ათამაშებს, მაგრამ ისიც ძალიან ცოტა დროით და ეგრე ვერ გაიხსნება ვერცერთი ახალგაზრდა ისე რისი პოტენციალიც აქვს.. (ყველაზე კარგი მაგალითი კი მარტინია) მე მაგალუთად წელს გული დამწყდა კორტესზე, მხოლოდ 1 თამაში რომ გამოჩნდა, არადა კიდევ შეიძლებოდა რომ გვენახა, როცა ყველაფერი დასრულებული იყო, ან მაგალითად კოპაზე ლიგა 2ის გუნდებს რომ ვხდებით მანდ რატომ არ შეიძლება რომ ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები დაიტესტონ?!
      და მერე კიდე იმაზე ვწუწუნებთ რომ მოთამაშეები გვეღლებიან და ბევრს ტრავმიანობენ.. დაიტრავმებიან აბა რას იზამენ, არასდროს თუ არ დაასვენე.. და რისთვის გყავს აგერ ლამასია?!

      • joy
        joy გულშემატკივარი
        schedule 31 მაი 2026, 19:14
        #10

        სალამი მეგობარო, მაგ ტუნკარას როგორც იქნა ვუყურე მთელი თამაში, ორი-სამი დღის უკან 17 წლიანებში იყო ესპანეთი -დანია თუ არ ვცდები, 1-0 მოიგეს. ორი წლით უფროსებში იყო მაგრამ აშკარად გამოირჩეოდა ყველასგან ტექნიკით და ჯანითაც! წუნი ქონდა რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან მომეწონა!

        • Barca for life
          Barca for life ვეტერანი
          schedule 31 მაი 2026, 19:20
          #11

          აი ძაან კლასნი ბავშვია და აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას მთავარია ისე ამოიყვანონ როგორც დრო ამოწიეს და ცოტა მეტ თამაშებშიც ჩართონ

  • Mr.Vadelman
    Mr.Vadelman გულშემატკივარი
    schedule 31 მაი 2026, 11:31
    #1

    ბერნარდუ სილვა თუ დავიმატეთ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, ფერმინი, გავი, პედრი, დე იონგი, ბერნარდუ, ბერნალი. დე იონგის და ოლმოს გაშვება და ბერნარდუს და კარგი ჩამშლელის მოყვანა იქნებოდა იდეალური.

    • Rivaldo80
      Rivaldo80 ვეტერანი
      schedule 31 მაი 2026, 12:01
      #3

      მეგობარო რაშუაშია ოლმოსთან სილვა ოლმო სხვა კალიბრის იგროკია

      • nika 54
        nika 54 ლეგენდა
        schedule 01 ივნ 2026, 14:52
        #22

        ნამდვილად ეგ იამალსაც თავისუფლად შეცვლის, ხშირად თამაშობდა მაგ ფრთაზე, კარგად მახსოვს რეალსაც კი გაუტანა მაგ პოზიციიდან.