ენტონი გორდონის პირველი კომენტარი ბარსელონას ფეხბურთელის რანგში

ენტონი გორდონის პირველი კომენტარი ბარსელონას ფეხბურთელის რანგში

ინგლისელმა გარემარბმა, ენტონი გორდონმა პრეზენტაციაზე ესპანურად საუბარი სცადა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ მის პირველ კომენტარებს კატალონიურ კლუბში გადასვლის შემდეგ.

“მზად ვარ ამ გამოწვევისთვის. ნამდვილად შთაგონებული ვარ ამ კლუბის ისტორიითა და იმ წარმოუდგენელი ფეხბურთელებით, რომლებსაც ეს მაისური უტარებიათ.”

“ძალიან აღელვებული და ამაყი ვარ აქ ყოფნით. მსოფლიოს საუკეთესო კლუბის, “ბარსელონას” ნაწილად ყოფნა ახდენილი ოცნებაა.”

“ჰანსი ფლიკთან საუბრის შემდეგ კიდევ უფრო აღელვებული ვარ”

ჟურნალისტი: ისაუბრეთ თუ არა ჰანსი ფლიკთან?

ენტონი გორდონი: “ჰანსი ფლიკს ვესაუბრე. ისედაც ძალიან აღელვებული ვიყავი, მაგრამ მასთან საუბრის შემდეგ კიდევ უფრო აღელვებული ვარ. ის ძალიან კარგი პიროვნება და შესანიშნავი მენეჯერია. ის, რაც მან “ბარსელონასთვის” ასეთ მოკლე დროში გააკეთა, საოცარია. მან კლუბს ამდენი წარმატება მოუტანა.”

“ეს პლანეტის უდიდესი კლუბია”

ჟურნალისტი: როდის გაიგეთ “ბარსელონას” ინტერესის შესახებ?

ენტონი გორდონი: “ჩემ მიმართ “ბარსელონას” ინტერესის შესახებ ძალიან გვიან გავიგე. თუმცა, როგორც კი მოვისმინე, რომ “ბარსელონა” სერიოზული ვარიანტი იყო, კითხვები აღარ არსებობდა. ეს პლანეტის უდიდესი კლუბია. ბავშვობაში ამაზე ვოცნებობდი.”

რატომ სწავლობდა ესპანურ ენას

“ესპანურად საუბარი მინდოდა, რადგან ბავშვობაში მჯეროდა, რომ “ბარსელონაში” ვითამაშებდი, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. “ნიუკასლში” ფიზიოთერაპევტი მყავდა, რომელთანაც ყოველდღე ვსაუბრობდი ესპანურად და ვუთხარი, რომ ერთ დღეს “ბარსელონაში” ვითამაშებდი და ესპანურის სწავლა მინდოდა.”

ლამინ იამალთან და “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშზე

“ბარსელონათი” 3 წლის ასაკიდან ვიყავი აღფრთოვანებული. ლამინთან ერთად თამაში ძალიან საინტერესო იქნება. რაც უფრო მეტი მაღალი დონის მოთამაშე გყავს გარშემო, მით უფრო უკეთესი ხდები. ეს ფეხბურთელები მსოფლიოში საუკეთესოები მიზეზების გამო არიან. მე ისინი “სენტ-ჯეიმს პარკზე” ვნახე და მათი დამარცხება ძალიან რთულია. მაშინ ფრენკიმ და პედრიმ “ნიუკასლის” გეგმა გაანადგურეს.”

სამომავლო მიზნები

ენტონი გორდონი თავდაჯერებულად გამოიყურება და მზადაა, “ბარსელონასთან” ერთად ყველაფრისთვის იბრძოლოს:

“ერთი ტიტული? მე ექვსეს მოგება მინდა.”

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • Johan Cruyff 14
    Johan Cruyff 14 ლეგენდა
    schedule 30 მაი 2026, 20:47

    კაი ბიჭია უფრო შეკრავს გუნდს დამცველი გვინდა ერთი სილვაც თუ მოვიდა მთლად კაი და ალვარესი ხო ვაფშე სასწაული

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 30 მაი 2026, 19:17

    ჰოო გადავათხლიშებთ ეხლა 120-ს ლაპორტა დაიკმაყოფილებს ეგოს ! ბარსამანია კმაყოფილი იქნება უდაოდ ! ….ბოლოს შეგვრჩება გრიზმანი N2 რატომ ? ფეხბურთელი მითხარით ვინც მაგ ( “ატლეტიკო” ) გუნდიდან ‘ ბარსაში” გადმოვიდა და ფეხბურთი ითამაშა?! პასუხი : არავინ ! პირიქით იცოცხლე ორჯერ ლა ლიგა პირადად მოიგეს ჯერ დავიდ ვილიამ და მერე სუარესმა ….მიუხედავად იმისა რომ ყველა არგენტინელი მენტალურად ძაღლია ! მაინც და მაინც ალვარეზია სუსტი მენტალურად მაგალითად იგივე არგენტინელი ენცო ფერნანდესისგან განსხვავებით ! …ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე და გაამართლოს მე მხოლოდ გამიხარდება !

    • suxaaa
      suxaaa ლეგენდა
      schedule 30 მაი 2026, 19:49

      მეგობარო მაგას ვერ გაიგებ სანამ არ ვნახავთ გაამართლებს თუ არა და რაც შეეხება 120 მილიონს დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე კიდე 70 მილიონად ალვარეს არავინ გამოგატანს

    • suxaaa
      suxaaa ლეგენდა
      schedule 30 მაი 2026, 19:54

      არც გუნდია რამე შუაში ეგრე ვერც ლივერპულიდან ნაყიდმა კოუტინიომ გაამართლა და ვერც დორტმუნდიდან ნაყიდმა დემბელემ მითუმეტეს კოუტინიო ლივერპულში დაფრინავდა დემბე კაი იყო დორტმუნდში ბარსაში რა ქნა ყველამ ვიცით და აგერ პსჟში რას შვრება კიდე ლიგაც მოიგო ოქროს ბურტიც და აგერ 8 წუთში მეორე ლიგის ფინალს თამაშობს. ვინმეს რო ეთქვა დემბელეზე ბარსაშ რო თამაშბდა ეგ ოქროს ბურთს მიგებსო ძალიან მაგრად დავცინებდი მარა ფაქტია მოიგო და სიმართლე გითხრა არც ის მეგონა ბამპეს ყიდვის მერე რეალი თუ ეგრე გაბანძდებოდა

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 30 მაი 2026, 20:23

      ზუსტად მასე ვფიქრობ. ღმერთმა არ ქნას ერთი ჩაქიმოს ალვარესმა და ტორესი რონალდო გვეგონება მაგასთან შედარებით. ოსიმენის ხასიათი და ეგო სანატრელი არ გაგვიხდეს😕

  • Vakho77
    Vakho77 ახალბედა
    schedule 30 მაი 2026, 18:55

    ვიღაც არაბმა დაწერა ალვარესი გადმოდისო,120 მილიონზეა თანახმაო,რამდენად სიმართლეა არვიცი.

  • suxaaa
    suxaaa ლეგენდა
    schedule 30 მაი 2026, 18:12

    მარა ეხლა ვნახე რომანოს გვერდი და არ წერია მსგავსი არაფერი

  • suxaaa
    suxaaa ლეგენდა
    schedule 30 მაი 2026, 18:10

    რამდენად სიმართლეა არვიცი

    ბარსელონამ მადრიდის ატლეტიკოსთან ხულიან Álvarez-ის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. ✍️🔵🔴
    💰 ოპერაციის თანხა: 110 M € ფიქსირებული + ბონუსი, ჯამურად 120 M €-ს გადააჭარბებს.
    ✈️ მოსალოდნელია, რომ არგენტინელი ფორვარდი ამ კვირაში გაემგზავრება, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და ბლაუგრანასთან კონტრაქტი გააფორმოს.
    🇦🇷 მსოფლიო ჩემპიონი მზადაა კატალონიელებს შეუერთდეს , რაც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანსფერი ხდება.

    ფაბრიციო რომანო 🗞️

  • araujo4
    araujo4 კულე
    schedule 30 მაი 2026, 17:39

    ძაან გაასწორა ესპანური რო ისწავლა. ეტყობა რამხელა მონდომება ქონდა ტიპს აქ მოსვლის და ესეთი ჟილკიანი ტიპები ყოველთვის ამართლებენ.

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 30 მაი 2026, 16:08

    კუნდეს გაყიდვა? რავი აბა, კანსელო მაგ ფლანგზე? თუმცა თუ კუკურელა მოვიდა და ესპრატი დააწინაურეს, კიდევ შეიძლება;
    ბალდეს მოუწევს დუბლიორობა და ძალიანაც კაი, იქნება და რაიმე ისწავლოს

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 30 მაი 2026, 17:39

      კუნდეს გაყიდვა ნიშნავს ფინანსურათ სუფთა პლიუსში წასვლას. გარსიაზე ძალიან არავინ უყვარს ფლკის და 99% გარსია დადგება კუნდეს ადგილას და ან ფორტი ეყოლება ზამენა ან ის ბავშვი ბოლო თამაშებში რო ამოწიეს. გარსია არის იმინა ჯარისკაცი ფეხბურთელი რომელმაც უაზროდ მოუმატა თამაშს. ცენტრში ყველაზე სუსტია, კუბარსისთან დუეტში მარტინსი ჯობია,, იმედია ცენტრალურ მცველს მოიყვამენ და გარსია ცენტრშიც გამოირიცხება. რჩება მარჯვენა ფლანგი, რამდენიც ითამაშა მაწ ცუდი თამაში არცერთი არ ქონია. ბევრში კუნდესაც აჯობა ბევრად თან. ასე რომ კუნდე თუ გაიყიდა 70 მიკიონად ეს კლუბისთვის ძალიან დიდი ფინანსური ინექციაა ოლუს კუნდეს ხელფასი. ჩათვალე 100 მილიონ პლუსში გავა კლუბი ფინანსურად ისე რომ პოზიცია არც დასუსტდება ( წელს რაც იყო კუნდე თუ უსე გააგრძელა პირიქით გარსიათი გაძლიერდება)

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    schedule 30 მაი 2026, 14:57

    ფაბრიციომ დაადასტურა რომ ბარსას რაშფორდის შენარჩუნება უნდაო.

    ასევე გუშინ მორეტომ რომ დაწერა რომ კუკურელიათი ინტერესდებიანო, დღეს დაიწერა რომ თუ კუნდეს გაყიდიან, კუკურელიას მოიყვანენო.
    ამრიგად მარჯვნივ კანსელუ და გარსია დადგებიან,მარცხნივ კი კუკურელია და ბალდე.
    რას ფიქრობთ?

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 30 მაი 2026, 15:29

      კუკურელია მხეცია, ბულდოგივით არის ზუსტად რაც კუნდეს აკლია.

    • Rivaldo80
      Rivaldo80 ვეტერანი
      schedule 30 მაი 2026, 15:32

      კუკურა მაგარია მაგრამ კუნდეს გაყიდვა უდიდესი შეცდომა იქნება დღეს დაცვით განაპირა მცველებში ნ1 თან იამალთან სუპერ დუეტს ქმნიან.მე ბალდეს გავყიდიდი არც კი დავფიქრდებოდი ყველაზე სუსტი რგოლია.

  • Cule cule
    Cule cule ახალბედა
    schedule 30 მაი 2026, 13:36

    როგორ ფიქრობთ ალვარესს გავიფორმებთ??? ძაან დიდი შეცდომა დაუშვა კონტრაქტი რო გაახანგრძლივა კატლეტიკისსთან 2030 რო გაახანგრძლივა თუ სხვა კლუბშინუნდოდა თამაში არ იყო სწორი გადაწყვეტილება თუ უნდა წამოსვლა წნეხში უნდა ყავდეს თვითონვე ატლეტიკო და მიაწვეს ბოლომდე თუ არ და ოსიმენი 1 ვარიანტინუნდა იყოს 2 კი მიქაუტაძე სუარესის სტილი აქ რატომღაც ესე მგინია არაფრისგან შეუძლია საგოლე მომენტის შექმნა

    • Barca for life
      Barca for life ვეტერანი
      schedule 30 მაი 2026, 14:55

      რაის კონტრაქტი გაახანგრძლივა, პირიქით ცოტა ხნის წინ ატლეტიკომ შესთავაზა და ამან უარი უთხრა, გუშინწინ კი ოფიციალურად მიმართა კლუბს რომ წასვლა უნდა.
      ახლა ატლეტიკოს რაც სჭირს ეგაა ჟიმჟიმი, თორე ბარსას შეთავაზება რომ არარეალური ყოფილიყო და ალვარესს რომ წასვლა არ უნდოდეს, სერიოზულად არავინ მიიღებდა ვიღაცა ჟურნალისტების მონაჩმახს და მათი ოფიცილური გვერდი ტროლაობასაც არ დაიწყებდა.
      ანუ ალვარესი 100%ით წასულია მაგ გუნდიდან, უბრალოდ ატლეტიკო ცდილობს რომ რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს და თან იციან არსენალი-პსჟ-ს ინტერესის შესახებაც და ალვარესის მაგ გუნდებში გაყიდვა უფრო აწყობთ ვიდრე პირდაპირ კონკურენტში. პროსტა ახლა იმ 2 გუნდს არ ეცალა ამ ტრანსფერითვის, დღესაა ფინალი და ყველა მაგაზე იყო გადართული, მაგრამ შენ ნახე ხვალიდან რა წეწვა-გლეჯვა დაიწყოს. ატლეტიკომ კი უბრალოდ დრო მოიგო ამ მდარე საქციელით.

      ახლა ყველაფერი ალვარესზე იქნება დამოკიდებული და თუკი ყველაფერს გააკეთებს ბარსაში მოსასვლელად, აუცილებლად გამოვა ეგ ტრანსფერი, ისე რომ 100+მაყუთიც გაგვძვრება, მაგრამ არა მთლად 150 და თუ არაფერს იზამს და პსჟ, არსენალსაც მოუსმენს, მაშინ დიდი ალბათობაა რომ მართლა 150ს აარტყას მაგისმა ტრანსფერმა და ბოლოს იმ 2 გუნდიდან ერთ-ერთს დარჩეს, რადგან ბარსაზე თავს დავდებ რომ მაგდენს არცერთ შემთხვევაში არ გადაიხდიან.
      ხოდა აქ კიდე მთავარი ფაქტორი ისაა რომ ალვარესი ბავშვობიდან ბარსას ფანია, ბარსასთან უკვე კონტრაქტიც შეათანხმა და ამიტომ ამ ტრასნფერის გამოსვლის ალბათობა სადღაც 80%ია, უბრალოდ გააჩნია ფასსა და მოლაპარაკებებს.

      • Mariami Kh
        Mariami Kh გულშემატკივარი
        schedule 30 მაი 2026, 15:14

        ჩემი აზრით ალვარესის ტრანსფერი ბარსაში უკვე გამოირიცხა, არ გამოგვატანს ხიხო კატლეტიკო 150ზე ნაკლებად, ბარსა ამდენს ვერც გადაიხდის და დღეს მართლა არ ღირს ალვარესი 150 ჩემი აზრით. არსენალიც და პსჟ-ც არიან ამ თანხის გადამხდელები. მართალია ხულიანს ნათქვამი აქვს რომ ბარსაში უნდა თამაში, თუმცა არ ჩანს მიმწოლი ტიპი და ისაკივით არ გააფიჩინებს ფეხებს გინდა თუარა ბარსაში გამიშვითო. ამიტომ ვფიქრობ ჯობს სხვა 9-იანზე დაიწყონ ფიქრი და ნიკოსავით არ მიაკვდნენ ალვარესს

  • korezi
    korezi ახალბედა
    schedule 30 მაი 2026, 10:17

    midi შეუბერე და კაი სუფრა ჩემზეა

  • Gaucho97
    Gaucho97 გულშემატკივარი
    schedule 30 მაი 2026, 09:58

    როგორც ერთერთი ვარიანტი ისე რომ არ მოსულა ამ კლუბში ბევრს ნიშნავს, ასე იშვიათი ლაპარაკობს ესპანურის სწავლა რაადგან იცოდა ბარსაში მოხვდებოდა, გულით ვინც იწევს ზუსტად ის მოთამაშეები არიან საჭირო, კანსელუ იმიტომ მომწონდა ბარსასთვის ყოველთვის სიყვარულს გამოხატავდა,ეხლა ორივე ერთ ფლანგზე ითამაშებენ იმედია ქიმიასაც შექმნიან, ამ ბიჭს საუკეთესოდ აქცევს ფლიკი მჯერა მაგის

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 30 მაი 2026, 08:04

    ესეთები უნდა მოიყვანონ მართლა ვისაც უნდა ამ გუნდია გერბის ტარება ამაყად.

  • PUIOL5
    PUIOL5 გულშემატკივარი
    schedule 30 მაი 2026, 08:00

    დიდად არ მევასება გორდონი და არც ამის მოსვლის მომხრე ვიყავი. ახლა ჩვენიანია და იმედია რაფინიასავით გაგვაოცებს. ეხლა ფორვარდია მოსაყვანი, ალვარესზე ბევრი იწერება თუმცა მაგასაც გადაჭარბებული ფასი ადევს, თან არც სტაბილურია და არც ბოლომდე ფორვარდია. ვინმე სუარესის მსგავს გვჭირდება, სხეულის ყველა ნაწილით რომ უტყავს, გიჟი და გოლზე დაგეშილი მეომარი.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 30 მაი 2026, 07:57

    წარმატებები აბა შენ იცი