ფრენკი დე იონგმა ოთხშაბათს გამოცემა Sport-თან ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა. ნიდერლანდელმა აღიარა, რომ მედიასთან კომუნიკაციის შეწყვეტით შეცდომა დაუშვა, რადგან საზოგადოებაში მისი რეალური სახე არ გამოჩენილა, თუმცა იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრესასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის საკუთარი გუნდის ყოლა არ იზიდავს.
მაქვს განცდა, რომ ხალხამდე ნამდვილ ფრენკის არ მიუღწევია. ვფიქრობ, ხანდახან ცოტა მეტი უნდა მელაპარაკა, რადგან მქონდა პერიოდი, როდესაც პრესასთან საუბარი თითქმის მთლიანად შევწყვიტე. საბოლოო ჯამში, ეს კარგად არ სრულდება, რადგან ხალხს მხოლოდ მედიის ან სხვა ადამიანების აზრი ესმის და რეალურად არ იცის, შენ რას ფიქრობ. არსებობენ აგენტები ან მარკეტინგის გუნდები, რომლებიც ჟურნალისტებთან თანამშრომლობენ და გარკვეულ ფეხბურთელებზე კარგ სტატიებს აწერინებენ, რადგან მათგან ინფორმაციას იღებენ. ვიცი, რომ ეს ასე მუშაობს, მაგრამ მე თავს ასე კომფორტულად არ ვგრძნობ”, – განაცხადა ნახევარმცველმა.
დე იონგმა ასევე გაიხსენა, რომ 2023 წელს ძალიან გაბრაზებული იყო ყველა იმ სიახლის გამო, რომელიც კლუბიდან მის შესაძლო წასვლას ეხებოდა, თუმცა ახლა დეკუსთან და ლაპორტასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ “ბარსელონას” დატოვება არასდროს უნდოდა და ამჟამად შესაძლო ტრანსფერს სრულიად გამორიცხავს: “მე არ წავალ. წასვლაზე ერთი წამითაც არ მიფიქრია”, – დასძინა მან.
ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა განმარტა, რომ “ბეტისის” წინააღმდეგ მატჩის დროს ავად იყო და სწორედ ამიტომ ვერ დაესწრო ლევანდოვსკის გამომშვიდობებას. ის ნაწილობრივ იზიარებს გულშემატკივრების მხრიდან წამოსულ კრიტიკას:
კლუბის კულტურა მჭიდროდ არის დაკავშირებული “ლა მასიასთან” და აკადემიასთან, რაც “ბარსელონასთვის” უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, სწორედ ამის გამო გვაქვს ასეთი კარგი კავშირი გუნდის შიგნით და ფანებთან. შესაბამისად, ნორმალურია, რომ ხალხს ადგილობრივი აღზრდილების ხილვა ურჩევნია, ჩვენი ყველა სხვა ნახევარმცველი კი “ლა მასიელია”; ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ მე ცოტა მეტად მაკრიტიკებენ.
დე იონგმა გასახდელის ლიდერებზეც ისაუბრა:
მიმაჩნია, რომ სხვადასხვა ტიპის ლიდერები არსებობენ. მე ვცდილობ, სხვებს მაგალითი მივცე და ველაპარაკები თანაგუნდელებს, როდესაც ვხედავ, რომ რაღაც გამოსასწორებელია ან შემიძლია ვინმეს დავეხმარო. თუმცა, არ ვარ ისეთი ტიპი, რომელიც გასახდელში ან მოედანზე სულ ყვირის, ამას მხოლოდ მაშინ ვაკეთებ, როცა ვხედავ რაღაცას, რაც აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს. მატჩების წინ ყვირილისაც დიდად არ მჯერა. არიან ადამიანები, რომლებიც ნერვიულობის გამო ხუთი წუთი ყვირიან, რადგან ენერგიის გარეთ გამოშვება სჭირდებათ.
სატრანსფერო ბაზართან დაკავშირებით მან თქვა, რომ თუ “ბარსელონა” ვინმეს დაიმატებს, ის უმაღლესი დონის მოთამაშე უნდა იყოს. მას არ ისურვა ხულიან ალვარესზე საუბარი, ხოლო რაშფორდზე აღნიშნა, რომ მან გუნდში დარჩენა დაიმსახურა. ბოლოს, მას არ გამოუთქვამს აზრი “რეალ მადრიდში” მომხდარ ინციდენტებზე, თუმცა აღიარა, რომ დაპირისპირებები ყოველთვის ხდება: “ზოგჯერ ხდება ხოლმე, მაგრამ სერიოზული არაფერია და დიდხანს არ გრძელდება”.
რაღადროსია შეჩემა ვეტერანი ხარ უკვე
გუნდში რომელსაც ლიგის მოგების პრეტენზია აქვს, 22 კაციდან თამაშობს უმაღლესი დონის 10-11 ფეხბურთელი, მათ შორის არის ერთერთი ფრენკი და ამ კაცის გაგდებას რომ ითხოვს ბარსას გულშემატკივარი, ბოდიშით მაგრამ ის ღირსია ბალდეს, ტორესის, ბარდჯის, კასადოს, კრისტენსენის და არაუხოს ძირითადში თამაშს აყურებინო მომავალი 5 წელი.
ძაან კარგია ფრენკი, მაგრამ ტრავმიაობა უშლის ხელს.
ტიაგო ალკანტარა შემდეგი სეზონიდან აღარ იქნება სამწვრთნელო შტაბში…
რავიცი, სულ მგონია აი ახლა გაიხსნება თქო, მაგრამ სტაბილურად საშუალო დონეზე თამაშობ. არც მესი ხარ და არც არაუხო.
ფრენკისთან ერთად სხვაა გუნდი თებერვალში და მარტში რომ არ მიიღოს ტრამვები ტოპ სეზონს ატრებს ბოლო 2 წელია
ტრავმა რომ არა კაი სეზონი გამოუვიდა მაგრამ მაინც ვერ გაიხსნა ეს ბიჭი ბოლომდე რა 🙄
ძაან კაი სეზონი ქონდა ფრენკის ხა იმედია კიდე უფრო უკეთესი ექნება მომავალ სეზონში