კატალონიურ გრანდში დიდი რეორგანიზაციის დღე დადგა. Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, როხერ ტორელო ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს ჰანსი ფლიკსა და რობერტ ლევანდოვსკის შორის უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება. პოლონელი თავდამსხმელი შეეცდება, ზუსტად გაარკვიოს, რა როლს უმზადებს მას გერმანელი სპეციალისტი მომავალ სეზონში.
მოვლენების განვითარების ორი სავარაუდო სცენარი არსებობს:
- თუ ფლიკი მასზე იმედებს ამყარებს: იმ შემთხვევაში, თუ მთავარი მწვრთნელი ლევანდოვსკის მომავალი სეზონისთვის გუნდის საკვანძო ფიგურად მოიაზრებს, ფორვარდი “ბარსელონაში” დარჩენას განიხილავს.
- თუ მწვრთნელის გეგმებში არ შედის: თუ გაირკვევა, რომ ფლიკი მასზე დიდ აქცენტს არ აკეთებს, ლევანდოვსკი კლუბის ხელმძღვანელობას წასვლის გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აცნობებს. ასეთ სცენარში, იგი ითხოვს, რომ კვირას, “ბეტისის” წინააღმდეგ გასამართ მიმდინარე სეზონის ბოლო საშინაო მატჩში, კლუბმა მისთვის გამოსამშვიდობებელი ცერემონია მოაწყოს.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის რობერტ ლევანდოვსკის მიერ კლუბის დატოვების შანსი 95%-ს შეადგენს.
შემაყვარა თავი, მგელია გოლსკი.
დროა დრო
გადაწყდა და ეგ არის, ბედნიერათ რობერტ სასიამოვნო იყო ამის ყურება 4 სეზონი.
წარმატებები ლევას. მაგარი კაცი❤️
წავიდა.
ამის მოყვანა თავის დროზე იყო მორიგი არასწორი ქმედება ხელმძღვანელობის მიერ. 34 წლის კაცი იყიდეს 45 მილიონად და ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახადეს. ბარსელონა უფრო მეტ თანხას უხდიდა ლევანდოვსკის, ვიდრე რეალი თავის ახალგაზრდა ვარსკლავებს. 150 მილიონზე მეტი დაუჯდა ბარსელონას ლევანდოვსკი და სწორედ ლევანდოვსკი მაღალი ხელფასი იყო ერთ ერთი მიზეზი რის გამოც ვერ მოგვყავდა ნორმალური ფეხბურთელები.
ამ დროს ბევრად ახალგაზრდა კეინის ყიდვა შეიძლებოდა ან ვინმე ახალგაზრდა ფორვარდის.
ხშირად შემხვედრია ბარსას ქომაგების მიერ დაწერილი კომენტარები, მადლობა იმისთვის ეკუთვნისო იმ ბავარიდან დაქცეულ ბარსაში რომ წამოვიდაო.
მეგობრებო! ცოტა კრიტიკული აზროვნება მომართეთ- 34 წლის ფეხბურთელს მაგხელა ხელფასს არავინ გადაუხდიადა ევროპაში, ანუ იმაზე მეტი ფული ჰქონდა ვიდრე ბავარიაში და ბავარიდან ეს იმიტომ წამოვიდა, რომ თავის დროზე ბავარიის ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ფორვარდს ეძებდა და არჩევანი ჰოლოანდზე შეაჩერეს, მაგაზე გაბრაზდა ლევანდოვსკი და როგორც კი ბარსამ დაურეკა წამოვიდა. ასე რომ, სამადლობელი რა არის?
ვინ არ გადაუხდიდა 😂😂😂😂 ვახ ბიჭო რას აღარ წაიკითხავ აქ მეგობარო ლევანა არის ბრენდი რა კეინი რა ახალგაზრდა ფორვარდი.ტიპი მოვიდა თუ არა ბომბარდირი გახდა და დაქცეული ბარსა ჩემპიონი გახადა.თითქმის ყველა გრანდი ეძახდა მაგ წელს😂მესიის მერე ჯერ მარტო მარკეტინგულად გამართლებულია ლევას ტრანსფერი.✌🏻
დამიანეს ვენაცვალე ჩემო ძმაო მაგარი ცუდი სიზმარი ნახე ეტყობა <3 წყალს მოუყვე ჯობია
ხვალ ლევი ბოლო მატჩს ჩაატარებს ნოუ კამპზე… ყველანაირ სტატისტიკას რო თავი დავანებოთ სასწაული კაცია იმ ბაიერნიდან დაქცეულ ბარსაში გადმოვიდა რეალურად მაგის მერე მოუმატა გუნდამა ნელ ნელა ისევ. ძაან დასაფასებელი კაცია ბარსას ფანებისგან ლევანა <3
ისედაც ტორესის იმედზე რჩება გუნდი და იმედია (ბრქითვეითს) არ მოიყვანენ ლევის შემცვლელად!
ვსო დაიწერა ოფიციალურად მიდის უკვე
ერთი სეზონი იყოს სკამზე ლევანდოვსი რო გეყოლება არ არი ცუდი და მოათრიონ ის ჟოაუ პედრო არ არი ცუდი, უბრალოდ ტიპიური ცხრიანი არ არი ლევასავით რაა…
ბოდიში და მოგიტკანთ ახალი საიტი. ერთი საათი ვწერე კომენტარი და ბოლოს ხარვეზი არისო🤮 შიგ ხომ არა გაქვთ ბიძია თქვენ ა?
ტიპი დაქცეულ ბარსაში მოვიდა ჯერ მაგიტომ უნდა გიყვარდეს ლევა ✊🏻❤️
უდიადესი ფეხბურთელი და პროფესიონალი. რამდენი ლეგენდის წასვლას მოვსწრებივარ ამ გუნდიდან, მაგრამ ესეთი განცდა არასდროს მექნება: ამის შემდეგ ყოველ აწეულ თასზე და მოგეფულ ტიტულზე ვიფიქრებ, ნეტავ ლევანდოვსკის ჩვენთან ესეც მოეგოთქო…
დდი მადლობა ყვაფრისთვის გოლსკი ,ამ გაკოტრების ზღვარზე მისული გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი სქმეები აკეთა………………
კი მინდა ჩვენთან ლიგა აწიოს და ისე წავიდეს მარა მოსაყვანია ფორვარდიც,ისე ვერ გვექნება დიდ ტურნირზე პრეტენზია. ის ჟოაო პედრო მაგარი ბიჭია,თან ჯერ პიკი სრ ჰქონია,ბარსაში ფლიკთან კიდე უფრო მეტს იზამს. ოსიმენი თუ არ გამოვიდა,მოიყვანონ ეგ ბიჭი.