ცოტა ხნის წინ გამართულ “ელ კლასიკოში” მოგებისა და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ ჟოაუ კანსელუ უნიკალური ფეხბურთელი გახდა.
“ბარსელონას” პორტუგალიელ უნივერსალს ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან 4 აქვს მოგებული და ის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ამ მიღწევით შეუძლია, დაიკვეხნოს.
31 წლის ფეხბურთელმა 2018/19 წლების სეზონში “იუვენტუსთან” ერთად იტალიის ჩემპიონობა იზეიმა; 2021-2023 წლებში მან “მანჩესტერ სიტისთან” ერთად ინგლისის პრემიერ ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოიგო; 2022/23 წლების სეზონში პორტუგალიელმა გერმანიის ჩემპიონობაც იზეიმა, რა თქმა უნდა, “ბაიერნთან” ერთად; ახლა კი “ბარსელონასთან” ერთად ლა ლიგაში ტრიუმფის ჯერიც დადგა.
აღსანიშნავია, რომ კანსელუს ასევე მოგებული აქვს პორტუგალიის ჩემპიონატი – 2014 წელს “ბენფიკასთან” ერთად.
ალბათ დატოვებენ ამას.
Პარისერჟერმენში გადავიდეს ბარემ ლიგა ერთსაც მოიგებს და ხუთივე ჩემპიონატი მოგებული ექნება
სად უნდა გადავიდეს?! ძლივს ნორმალური მარცხენა მცველი გვყავს გუნდში, ბალდეს რომ სკამზე ვხედავ, გულს უხარია.
:::DDDDDDDDDDD
ვეტერანი დაბრუნდა და ეგრევე ბალდე გადასვა სკამზე
მომავალ წელს შენს ,,ზემლიაკსაც” დაა*სი თავზე და ეგაა. იმედია დაგტოვებენ.