სანაკრებო მატჩებში მონაწილე “ბარსას” ყველა ფეხბურთელი შეხვედრას დღეს გამართავს, რაც შეეხებათ კლუბში დარჩენილებს – პინტო, ოიერი, პიკე, მონტოია, მასკერანო, ადრიანო, ბარტრა, დოს სანტოსი და ტელიო – მათ დღეს “სიუტატ ესპორტივას” მოედანზე მიმდინარე კვირის ბოლო ვარჯიში ხორხე პაუტასოსა და ელვიო პაოლოროსოს ხელმძღვანელობით ჩაატარეს. ფეხბურთელებს შაბათ–კვირა თავისუფალი აქვთ, ამიტომ ისინი ვარჯიშს ორშაბათს განაახლებენ. ორშაბათს დაბრუნდება გუნდის მთავარი მწვრთნელი ტატა მარტინოც. შეგახსენებთ, რომ ის ამჟამად არგენტინაში, პირადი საკითხების მოსაგვარებლადაა ჩასული. დღეს დილით ივარჯიშა სერხიო ბუსკეტსმაც. ის კვლავ აგრძელებს გამოსაჯანმრთელებელ ვარჯიშებს. ფეხბურთელმა ტრავმა “ვალენსიასთან” მატჩში ხავიერ მასკერანოსთან შეჯახების შედეგად მიიღო, ტრავმის გამო ბუსკეტსი ეროვნული ნაკრების მაისურით ჩასატერებელ ორ შეხვედრას გამოტოვებს.
კვირის ბოლო ვარჯიშს ათი ფეხბურთელი დაესწრო
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.