ბარსელონამ ხულიან ალვარესის ტრანსფერზე ატლეტიკოსთან მოლაპარაკებები დაიწყო

ბარსელონამ ხულიან ალვარესის ტრანსფერზე ატლეტიკოსთან მოლაპარაკებები დაიწყო

“ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკოსთან” არგენტინელი თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე კონტაქტი უკვე დაამყარა. კატალონიურ კლუბში აცნობიერებენ, რომ ფინანსური თვალსაზრისით და მადრიდელთა პოზიციის გათვალისწინებით, ამ გარიგების წარმატებით დასრულება მარტივი არ იქნება.

ESPN-ის ჟურნალისტის, სამუელ მარსდენის ინფორმაციით, ჰანსი ფლიკმა ხელმძღვანელობას ახალი ცენტრალური თავდამსხმელის დამატება სთხოვა. გერმანელი სპეციალისტი ალვარესს იდეალურ კანდიდატად მიიჩნევს, რათა მან მომდევნო სეზონში ლამინ იამალისა და რაფინიას გვერდით დამრტყმელი ტრიო ჩამოაყალიბოს.

“ბარსელონაში” იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელის სურვილი, შეიცვალოს კლუბი, მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. მსგავსი სცენარი ანტუან გრიზმანის ტრანსფერის დროსაც განვითარდა, როდესაც ფრანგმა თავდამსხმელმა “ატლეტიკო” კატალონიური კლუბის გამო დატოვა.

როგორც Sport-ის ჟურნალისტი, კარლოს მონფორტი იუწყება, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, პროცესს ზედამხედველობას უშუალოდ ჟოან ლაპორტა გაუწევს. “ბარსელონას” პრეზიდენტი მოლაპარაკებებს მადრიდული კლუბის სპორტულ დირექტორთან, მატეუ ალემანისთან აწარმოებს.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (17)

  • Gio_bcn
    Gio_bcn ახალბედა
    schedule 29 აპრ 2026, 20:38

    ისე ფერანი წაიყვანონ, 40ლიმონს მაინც ჩამოვაჭრით ხულიანის ფასს! ალვარესი-რაფა-ჭამილა იქნება ახალი ისტორიის დამწერი ტრიო💙❤️

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 28 აპრ 2026, 18:54

    ჩაქრით თქვენ😂😂😂

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 28 აპრ 2026, 13:30

    რამდენად მართალია არვიცი რუსულ სპორტზე წავიკითხე, სიმეონეს ფერან ტორესის დამატება უნდაო. და რაში სჭირდება ამდენი თავდამსხმელი აზრზე არა ვარ სორლოტი ყავს მინი ჰოლანდი, და თითო მატჩზე 1 ტაიმს ათამაშებს.

  • El pistolero 9
    El pistolero 9 ვეტერანი
    schedule 28 აპრ 2026, 12:36

    მსოფლიოზე ვინც გამოიჩენს თავს იმ შემტევებიდან ყველაზე იაფიანს მოიყვანენ.

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 28 აპრ 2026, 10:02

    არავის მომყვანები არ არიან ესენი.

  • 1899
    1899 ახალბედა
    schedule 28 აპრ 2026, 07:25

    ოსიმენიიიი, მცველები გვინდა და მერე ნახეთ ფლიკის ბარსას რეალური სახე

  • Barca
    Barca გულშემატკივარი
    schedule 27 აპრ 2026, 22:59

    ოსიმენი არ არის ცუდი რას იტყვით ? მგონი არაა ცუდი

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 30 აპრ 2026, 14:42

      რა თქმა უნდა, საჯარიმოში თავით მოთამაშე უნდა იყოს, ეს მეტრანახევრიანი ალვარესი როგორ უნდა იყოს ფორვარდი, ლევანდოვსკის შეადარეთ.

  • vaiman . vamsdrane
    vaiman . vamsdrane გულშემატკივარი
    schedule 27 აპრ 2026, 22:46

    მოვა 25 აგვისტო და იტყვიან ამხელა ფინანსების მოპოვება ვერ შევძელითო და 5 დღეში მოიყვანენ “ერთჯერ ძღრენიც აყვავდება” მურიქის. მიქაუტაძე მაინც იყოს გეგმა ბ.

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 27 აპრ 2026, 22:35

    აუ ლევა დარჩეს 1 სეზონი კიდე ზამენაზე რა მოხდება. მინდა მაგ კაცმა ლიგის თასი აწიოს ბარსაში.

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 27 აპრ 2026, 20:20

    100 ლიმონზე მეტს მოითხოვენ,ვერ მოვიყვანთ ამას.

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    schedule 27 აპრ 2026, 20:13

    სრული სისულელეა და ტყუილი.

  • Barca
    Barca გულშემატკივარი
    schedule 27 აპრ 2026, 19:32

    ფორვარდუ მოიყვანონ და მცველი ნორმალური და დანარჩენი ლა მასიიდან წამოვა ვინმე

  • Rivaldo80
    rivaldo80 ვეტერანი
    schedule 27 აპრ 2026, 18:49

    ამაში 100 გადახდა არის სრული სიგიჟე ჩვენ ინგლისური კლუბი არ ვართ რავიცი🙄 ამას თამაში რომ არ წაუვიდეს გახდება მეორე ფელიქსი

  • Barca
    Barca გულშემატკივარი
    schedule 27 აპრ 2026, 18:33

    ეს სიახლე სიმართლეა?

    ფაბრიციომ თქვა ტყუილი არისო არ მიმდინარეობსო მოლაპარაკებები იმიტორო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არიან და ამაზე ფოკუსირებულები არის ყველაო.

    ანდა თუ ძვირი დაჯდა ამას ოსიმენის მოყვანაც სჯობია

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 28 აპრ 2026, 13:34

      რა თქმ უნდა თავით მოთამაშე ფორვარდი გვინდა. ეს ალვარესი მესის სიმაღლეა რა უნდა აკეთოს სტანდარტულებზე ამაზე დაბალი მცველი გინახიათ სულ 170სმ-ია