“ბარსელონა” მიმდინარე სეზონში ფანტასტიკურ შედეგებს აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობის ბედი თითქმის გადაწყვეტილია, ჰანსი ფლიკის გუნდს რამდენიმე ისტორიული რეკორდის დამყარების შანსი მაინც აქვს.
პირველი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი 100-ქულიანი ზღვარია. ამჟამად კატალონიელებს 33 ტურის შემდეგ 85 ქულა აქვთ. იმისათვის, რომ “ბარსელონამ” ეს ისტორიული ნიშნული დააფიქსიროს, დარჩენილი 5 მატჩის მოგება აუცილებელია.
განსაკუთრებული ყურადღება საშინაო შეხვედრებს ეთმობა. “ბარსელონას” “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გამართული 17-ვე მატჩი მოგებული აქვს. თუ გუნდი საკუთარ მოედანზე დარჩენილ ორ დაპირისპირებას “რეალ მადრიდისა” და “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ მოიგებს, სეზონს საკუთარ კედლებში 100%-იანი მაჩვენებლით დაასრულებს.
კიდევ ერთი მიზანი 100-გოლიანი ბარიერია. დღეის მდგომარეობით, “ბარსელონას” ანგარიშზე 87 გატანილი გოლი ირიცხება. სასურველი შედეგის მისაღწევად, ფეხბურთელებს დარჩენილ 5 ტურში 13 ბურთის გატანა დასჭირდებათ.
დავდებთ
ჯერ ერთი 100 ქულიანი ჩემპიონატი არ არის რეკორდი. ეს რეალსაც აქვს გაკეთებული და ბარსასაც. სეზონში გოლების რეკორდი რეალს აქვს იმავე 2012 წელს როცა 100 ქულა დააგროვა 110 თუ 120 გოლით. რჩება საკუთარ მოედანზე ყველა თამაშის მოგება. რავიცი რეკორდის გამეორება არ ითვლება მე მგონი რეკორდად.
კლასიკოს მერე ყველა თამაშს ყ*ეზე მოიბამენ და გატეხავენ თამაშებს.
გამოწვევა კი არის საინტერესო მისი არსით მარა უმოტივაციო გუნდი რამდენათ გაიწევს ამ ყოველივეს დასადებათ ეგ უკვე სხვა საკითხია ისე კი ცოტა მეეჭვება თავიშეიწუხონ დარჩენილ თამაშებში თუნდაც ამ შედეგებისთვის რაც რეალურათ მხოლოდ სტატისტიკაა…
ისე, ვოლტემადე კი ევასება ფლიკს, იქნებ მაგის იჯარას გამოკრან ხელი, არ მგონია არ მოუხდეს მსგავსი გამთამაშებელი ფორვარდი გუნდს …
სიმონსის ამბავი ნახეთ? მაგრა შემეცოდა
სიმონსის რა დაემართა???
საიტის განანხლება ძალიან კარგია