მიმდინარე სეზონში “ბარსელონა” შესანიშნავ ფორმაშია და ამას სტატისტიკური მონაცემებიც ნათლად ადასტურებს. ლა ლიგის 2025/26 წლების გათამაშებაში კატალონიური კლუბის სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ფეხბურთელებმა 17 გოლის გატანა მოახერხეს. ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მიუნხენის “ბაიერნს” აქვს, რომლის მოთამაშეების ანგარიშზეც 18 ასეთი გოლი ირიცხება.
აღსანიშნავია, რომ მე-17 გოლი ჰანსი ფლიკის გუნდმა “ხეტაფესთან” გამართულ შეხვედრაში გაიტანა, როდესაც თამაშში ცვლილებაზე მარკუს რაშფორდი ჩაერთო. ინგლისელმა თავდამსხმელმა ფერმინ ლოპესის მსგავსად მეტოქის კარის აღება შეძლო და გუნდს 2:0 მოგებულ მატჩში მორიგი მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. სათადარიგო ფეხბურთელების ასეთი მაღალი შედეგიანობა მწვრთნელის ტაქტიკურ მოქნილობასა და გუნდის სიღრმეზე პირდაპირ მიუთითებს.
ხშირი და ეფექტური როტაცია “ბარსელონას” წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გახდა. რთულ და დაძაბულ მატჩებში, როდესაც თამაში გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს, ფლიკს მოედნის მიღმა ყოველთვის ჰყავს მოთამაშეები, რომლებსაც სიტუაციის შეცვლა და დადებითი შედეგის დაფიქსირება შეუძლიათ.
2-3 ტოპ მოთამაშე გვაკლია და მონსტრი გუნდი ვიქნებით
ატლეტიკოსთან მაგრად შემოვიდნენ ბიჭები, გოლი გოლზე იტანეს.
ყოჩაღ ფლიკს, მაგრამ გუნდის შემადგენლობის სიღრმეზე დიდი ეჭვები მაქვს.