workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელების ნომრები დადასტურდა

ფეხბურთელების ნომრები დადასტურდა

ორშაბათს სამწვრთელო შტაბის წევრები და სპორტული დირექტორი შეთანხმდნენ, რომ აფელაი და კუენკა მიმდინარე სეზონზე გუნდში დარჩებიან და შესაბამისად 19 და 23 ნომრიან მაისურებს მოირგებენ. ასე, რომ საბოლოოდ გაირკვა იმ 25 ფეხბურთელის ვიანაობა, რომელიც 2013/2014 წლების სეზონზე პირველ გუნდში ითამაშებს.

ვალდესი, პიკე, ჩესკი, პუიოლი, ჩავი, ინიესტა, ალექსისი, მესი, დოს სანტოსი, პინტო, მაკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, ალბა და ადრიანო – ზემოთ ჩამოთვლილ არც ერთ ფეხბურთელს წელს ნომერი არ შეუცვლია, ისინი იმავე ნომრიანი მაისურებით იასპარეზებენ რითიც გასულ სეზონზე. რაც შეეხბათ გუნდის ახალ ფეხბურთელებს, ნეიმარი, სერხი რობერტო და ოიერი შესაბამისად 11, 24 და 25 ნომრით გამოვლენ მოედანზე. ნომრები შეიცვალეს შემდეგმა ფეხბურთელებმა: დანი ალვესმა აბიდალის საპატივსაცემოდ 22 ნომრიან მაისური აიღო, 2 ნომერი კი მარტინ მონტოიას ხვდა წილად. პედროს მაისურს მიმდინარე სეზონზე 17–ის ნაცვლად 7 ეწერება, 17 ნომრიან მაისურს კი ალექს სონგი მოირგებს. რაც შეეხება ტელიოს ის “ბარსას” 20 ნომერი იქნება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward