წარმოგიდგენთ ჩვენი საიტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ განახლებას.
მნიშვნელოვან ვიზუალურ ცვლილებას თავადაც შეამჩნევდით, თუმცა მხოლოდ ეს არაა – 15 წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, Barçamania.Ge-მ ძრავა შეიცვალა და შეიძლება ითქვას, ახალი სიცოცხლე შეიძინა. ძრავის შეცვლაზე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით, მაგრამ 100 ათასამდე სიახლის, ნახევარ მილიონზე მეტი კომენტარის, მომხმარებლების ინფორმაციისა და სურათების ახალ ძრავასთან ადაპტაცია მიუღწეველ მიზნად მოჩანდა. საბოლოოდ კი გადაწყდა, ამ ცვლილებაში დიდი ენერგია ჩაგვედო და როგორც ხედავთ, მიზანი მიღწეულია.
ასეთი მნიშვნელოვანი განახლების მიზეზი საიტის განვითარების საშუალებაა. ბოლო დროს ბარსამანია ვეღარ ვითარდებოდა, რისი მიზეზიც არაერთი ტექნიკური დაბრკოლება იყო. განახლების შემდეგ კი განვითარების ბევრად მეტი საშუალება გვექნება. ჩვენი პირველი მიზანი იყო, ძრავისა და დიზაინის განახლების შემდეგ მიგვეღო ძველ საიტთან მაქსიმალურად მიახლოებული ფუნქციონალი, სიახლეების დანერგვა კი ნელ-ნელა იგეგმება.
ამ ეტაპზე გთავაზობთ უფრო დახვეწილ, განახლებულ ვიზუალს, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს, უფრო მსუბუქ და სწრაფ საიტს. ასევე განახლებულ ვიზუალს კონკრეტულ ელემენტებში: სტატიკურ გვერდებზე (მაგალითად შემადგენლობის გვერდი, ფეხბურთელის გვერდი, ლა ლიგის და სხვა ტურნირების გვერდები, ტრანსფერების გვერდი და ა.შ.); მატჩის ნიუსში.
რა თქმა უნდა, ასეთი მასშტაბის ცვლილებებს თან ყოველთვის ახლავს შეცდომები და შეფერხებები. ეს შეიძლება იყოს ძველი ძრავიდან ინფორმაციის გადმოტანის პრობლემა, ვიზუალური დეფექტი ან ტექნიკური ხარვეზი. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და უახლოეს მომავალში აღმოვფხვრით.
ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემა იქნება ის, რომ ზოგიერთ თქვენგანს საიტზე ავტორიზაციის თავიდან გავლა მოუწევს. ამისთვის, შესაძლოა, დაგჭირდეთ პაროლის აღდგენაც.
ჯერ ამ ახალ საიტს შეეჩვიეთ, მორიგ მასშტაბურ სიახლეს კი რამდენიმე კვირაში (სავარაუდოდ “ელ კლასიკოს” შემდეგ) შემოგთავაზებთ.
შევაბერდი ამ ვებს😂
ასწორებს
სასიამოვნო სიახლეა 👏
კომენტარების მოწონების ფუნქცია დავაბრუნეთ, თუმცა მხოლოდ რეგისტრირებულ და ავტორიზებულ წევრებს შეუძლიათ მოწონება.
სუპერ👍 წარმატებები, ბევრი კარგი სიახლეები, ბევრი რეკლამები და ბარსას ზედიზედ მოგებული ჩემპიონთა ლიგის თასები❤️
ულამაზესია❤️ პირველ რიგში მადლობა და წარმატებები თქვენ.
კარგად გამოიყურება განახლებული გვერდი, კომენგარების ველში სმაილების დამატებას თუ შეძლებთ, მთლად უკეთესი
კომენტარების ლაიქები დაამატეთ
ავატარი როგორ დავაყენო? (ანუ ფოტოზე ტევადობა როგორ შევამცირო)
არვიცი
კომენტარებზე ლაიქის ნიშანი დაამატეთ
ვაა საღოლ❤️❤️ყოფილიყოს საწინდარი ბარსას დიდების🥰🥰🥰
კარგია👌🏻
ძალიან კარგი განახლებაა მადლობა ყველას ვინც საიტის განახლებაში მონაწილეობდა. ყველაფრის ნახვა შეიძლება ბარსელონაზე ერთ სივრცეში. შემადგენლობის და ტურნირების გვერდი ძალიან კარგი განახლებაა
კომენტარების მოწონება ვეღარ??
ჩატი დაამატეთ რა აი გვერდზე სადმე კუთხეში ღილაკი რი იყოს და რო დააჭერ ჩატს რო გახსნის ისეთი. იქ. უფრო მარტივი იქნება კომუნიკაცია…
მადლობა დეველოპერებს, ტესტერებს და ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწიელონდა საიტის განახლებაზე…
ძალიან კარგია
კარგად გიმუშავიათ, ასე გააგრძელეთ და რაც მთავარია ნიუსების დამატებას ნუ მოგვანატრებთ ხოლმე ❤️
იმედია წარმატების მომტანი იქნება🙏
გილოცავთ განახლებულ Barcamania.Ge-ს და გისურვებთ, რომ ამ განახლებამ შეიტანოს თავისი წვლილი ბარსელონას პოპულარიზაციაში და მომხრეების გამრავლებაში.
კარგია, ჭირდებოდა საიტს განახლება 🫶