განახლებული Barçamania.Ge

განახლებული Barçamania.Ge

წარმოგიდგენთ ჩვენი საიტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ განახლებას.

მნიშვნელოვან ვიზუალურ ცვლილებას თავადაც შეამჩნევდით, თუმცა მხოლოდ ეს არაა – 15 წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, Barçamania.Ge-მ ძრავა შეიცვალა და შეიძლება ითქვას, ახალი სიცოცხლე შეიძინა. ძრავის შეცვლაზე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით, მაგრამ 100 ათასამდე სიახლის, ნახევარ მილიონზე მეტი კომენტარის, მომხმარებლების ინფორმაციისა და სურათების ახალ ძრავასთან ადაპტაცია მიუღწეველ მიზნად მოჩანდა. საბოლოოდ კი გადაწყდა, ამ ცვლილებაში დიდი ენერგია ჩაგვედო და როგორც ხედავთ, მიზანი მიღწეულია.

ასეთი მნიშვნელოვანი განახლების მიზეზი საიტის განვითარების საშუალებაა. ბოლო დროს ბარსამანია ვეღარ ვითარდებოდა, რისი მიზეზიც არაერთი ტექნიკური დაბრკოლება იყო. განახლების შემდეგ კი განვითარების ბევრად მეტი საშუალება გვექნება. ჩვენი პირველი მიზანი იყო, ძრავისა და დიზაინის განახლების შემდეგ მიგვეღო ძველ საიტთან მაქსიმალურად მიახლოებული ფუნქციონალი, სიახლეების დანერგვა კი ნელ-ნელა იგეგმება.

ამ ეტაპზე გთავაზობთ უფრო დახვეწილ, განახლებულ ვიზუალს, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს, უფრო მსუბუქ და სწრაფ საიტს. ასევე განახლებულ ვიზუალს კონკრეტულ ელემენტებში: სტატიკურ გვერდებზე (მაგალითად შემადგენლობის გვერდი, ფეხბურთელის გვერდი, ლა ლიგის და სხვა ტურნირების გვერდები, ტრანსფერების გვერდი და ა.შ.); მატჩის ნიუსში.

რა თქმა უნდა, ასეთი მასშტაბის ცვლილებებს თან ყოველთვის ახლავს შეცდომები და შეფერხებები. ეს შეიძლება იყოს ძველი ძრავიდან ინფორმაციის გადმოტანის პრობლემა, ვიზუალური დეფექტი ან ტექნიკური ხარვეზი. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და უახლოეს მომავალში აღმოვფხვრით.

ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემა იქნება ის, რომ ზოგიერთ თქვენგანს საიტზე ავტორიზაციის თავიდან გავლა მოუწევს. ამისთვის, შესაძლოა, დაგჭირდეთ პაროლის აღდგენაც.

ჯერ ამ ახალ საიტს შეეჩვიეთ, მორიგ მასშტაბურ სიახლეს კი რამდენიმე კვირაში (სავარაუდოდ “ელ კლასიკოს” შემდეგ) შემოგთავაზებთ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (47)

  • levanoza
    levanoza ლეგენდა
    29 აპრ 2026, 16:08

    მადლობა ადმინისტრაციას, შრიფტი მართლა კარგად იკითხება, მაგრამ ერთი თხოვნაც მექნება, დაალაგეთ დროის მიხედვით კომენტარები, ანუ ძველი თავში და ახალი ბოლოსკენ. თან დანომვრაც არ აწყენდა რომ მკითხველმა უცებ „ჩასქროლოს“ ნანახი კომენტარები. და კიდევ რედაქტირების შესაძლებლობა, ასევე „გულის“ მაგივრად „ლაიკის“ ნიშანი, თორემ დავთხოვდით კაცები საქართველოისა…