სანამ უშუალოდ სტატიაზე გადავალ, გეტყვით, რომ დავიდ ვილას დებიუტი სწორედ ხვალ, “სევილიას” წინააღმდეგ შედგება და იმედია, რომ მის გვერდით იქნება ანდრეს ინიესტაც.
დიდი ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფუენტებილაში(ალბასეტე) და ტუილაში(ასტურია) მოთამაშე ორი ბიჭი მომავალში ფეხბურთის საუკეთესო პარტნიორები გახდებოდნენ. ამავდროულად, ანდრესის და დავიდის მამები, ხოსე ანტონიო და ხოსე მანუელი ოცნებობდნენ, რომ მათი შვილები მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეები გახდებოდნენ… ასე აგვიხდეს თითოეულ ჩვენგანს ყველაფერი.
კალატოზს და მაღაროელს შვილებმა იმედები არ გაუცრუეს და საქმე იქამდე მივიდა, რომ ხვალ ეს ორი ფეხბურთელი “ნოუ კამპზე” კატალონიის “ბარსელონას” ღირსებას დაიცავენ. ხვალ ახლა უკვე კატალონიელ გულშემატკივარს მიეცემა შანსი იხილოხ თუ რისი გაკეთება შეუძლია ერთად ამ ორ ფეხბურთელს.
“ელ გუახე” უკვე იმაზე ფიქრობს, თუ როგორია მესის, ინიესტას, ჩავის და სხვა “ბლაუგრანელების” ასისტენტობით გოლის გატანა. თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ დავიდი “ბარსას” სტილთან ადაპტაციას ხვალვე გაივლის. ეს უკვე სამხრეთ აფრიკაშივე გახდა ცნობილი, სადაც ვილას წყალობით ესპანეთი ფინალში გავიდა და იქ რაც მოხდა, იმის შეხსენება აღარავის სჭირდება. დავიდს ნაკრებში 43 გოლი დაუგროვდა 65 მატჩში. ეს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. დავიდმა ექვსი გოლი ანდრეს ინიესტას პასის წყალობით გაიტანა. პირველი ასეთი გოლი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე გავიდა რუსეთის კარში. სტატისტიკა ადასტურებს, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრების წარმატება ანდერსსა და დავიდს შორის იდეალური ურთიერთგაგების შედეგია. მუნდიალზე გატანილი 9 გოლიდან 7 “ელ გუახეს” სახელზეა. აქიდან 4-ჯერ ასისტენტი კვლავ ანდრესი გამოდგა.
ჩავი არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც დავიდის ხშირი ასისტენტობით გამოირჩევა. სამხრეთ აფრიკაში მან ვილას ორი საგოლე პასი გაუკეთა. ყველაზე დასამახსოვრებელი პორტუგალიის წინააღმდეგ იდეალურად გათამაშებული კომბინაცია გამოდგა, რომელმაც იმ უმნიშვნელოვანესი მატჩის ბედი გადაწყვეტა.
წყარო: www.elmundodeportivo.es