workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთი–არგენტინა. რამოდენიმე სიახლე მატჩის შესახებ

ესპანეთი–არგენტინა. რამოდენიმე სიახლე მატჩის შესახებ

როგორც მოგეხსენებათ 7 სექტემბერს უნდა გაიმართოს ამხანაგური მატჩი არგენტინასა და ესპანეთის ნაკრებებს შორის. ცნობილი გახდა, რომ კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი მცველი გაბრიელ მილიტო დაეხმარება თავის სამშობლოს. 29 წლის ფეხბურთელს ჰქონდა სერიოზული ტრავმა, რის გამოც 16 თვე გაუცდა. სწორედ ამიტომ ვერ გარისკა აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ მისი მსოფლიო ჩემპიონატზე წაყვანა. გაბი ახლა მწყობრშია და 7–ში თავის გუნდთან ერთად შეეცდება დაამრცხოს “ფურია როხა”.

ამ ამხანაგური შეხვედრის შესახებ ესპანეთის მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ გუნდი აღჭურვილი იქნება ძლიერი ფეხბურთელებით.

“უკვე 3 სექტემბერს ჩვენ დავიწყებთ ევრო 2012–ისთვის მზადებას. ამხანაგური მატჩისათვის ძლიერ ფეხბურთელებს გამოვიძახებ. მათ შორის რა თქმა უნდა იქნებიან როგორც “ბარსელონელები” ისევე “რეალელები.” ვეცდებით მოვიპოვოთ გამარჯვება.” ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს Marca.

წყარო: championat.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში