workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი ახალ კონტრაქტს ხელს ხვალ მოაწერს

ბუსკეტსი ახალ კონტრაქტს ხელს ხვალ მოაწერს

ესპანელი ფეხბურთელი განახლებულ კონტრაქტს ხელს ხვალ, 27 აგვისტოს ლანჩის დროს მოაწერს. კონტრაქტის თანახმად ფეხბურთელი კლუბში 2018 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს, მიდი გამოსასყიდი თანხა კი 150 მლნ ევრო იქნება. შეხვედრა ფეხბურთელსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის ადგილობრივი დროით 13:30 საათზე შედგება. 

შეთანხმება კლუბსა და ესპანელს შორის 16 ივლისს, სერხიო ბუსკეტსის 25–ე დაბადების დღეზე შედგა.

2008/2009 წლების სეზონის შემდეგ 25 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა “ბლაუგრანას” მაისურით 238 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და კლუბის ერთ–ერთს უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად იქცა. ბუსკეტსს “ბარსელონათან” ერთად შემდეგი ტიტულები აქვს მოგებული: ლა ლიგა (2008/09 2009/10 2010/11 2012/13), ესპანეთის სამეფო თასი (2008/09 2011/12) ესპანეთის სუპერ თასი (2009 2010 2011), უეფას ჩემპიონთა ლიგა (2008/09 2010/11), უეფას სუპერ თასი (2009 2011), ფიფას მსოფლიო საკლუბი ჩემპიონატი (2009 2011).

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward