“ბარსელონას” თავდამსხმელი, ლიონელ მესი, ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში “მალაგასთან” მატჩს გამოტოვებს.
არგენტინის ნაკრების 26 წლის ფეხბურთელმა ინტრამუსკულარული ჰემატომა მიიღო ესპანეთის სუპერთასზე “ატლეტიკოსთან” თამაშისას (1:1), ამიტომ იგი კვირას მოედანზე არ გამოვა.
კატალონიურ კლუბში განაცხადეს, რომ მესის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ ლურჯ-ბროწეულისფერების სამწვრთნელო შტაბმა არჩია, არ გაერისკა ფეხბურთელის ჯანმრთელობით, ამიტომ ლეო “მალაგასთან” არ ითამაშებს, იტყობინება Marca.
სავარაუდოდ, მესი მზად იქნება სუპერთასზე “ატლეტიკოსთან” საპასუხო მატჩისთვის, რომელიც უახლოეს ხუთშაბათს გაიმართება.