workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მირანდა: “მნიშვნელოვანია “ბარსელონასთან” კარგად ვითამაშოთ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გამარჯვება”

მირანდა: “მნიშვნელოვანია “ბარსელონასთან” კარგად ვითამაშოთ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გამარჯვება”

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი, ხუან მირანდა, დარწმუნებულია იმაში, რომ მის გუნდს შეუძლია ქვეყნის სუპერთასის ფარგლებში “ბარსელონასთან” თავის გამოჩენა, იტყობინება ესპანური პრესა. მართალია, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ფავორიტად კატალონიური კლუბი ითვლება.

“როდესაც “ატლეტიკოს” ფეხბურთელები რთულ სიტუაციაში არიან, ისინი ძლიერი გუნდი ხდებიან. ჩვენ დავამარცხეთ მადრიდის “რეალი” ესპანეთის თასის ფინალურ მატჩში, მაგრამ ყოველ ფინალს თავისი ისტორია აქვს. მე ვთვლი, რომ ფინალებში კარგად თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შედეგი, რადგან მატჩის შემდეგ სწორედ ეს ამახსოვრდებათ”, — განაცხადა მირანდამ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward