“ბარსელონას” რეკორდები “ლევანტესთან” სადებიუტო მატჩში

“ბარსელონას” რეკორდები “ლევანტესთან” სადებიუტო მატჩში

“ლევანტესთან” მოპოვებული გამარჯვებით (7:0), ასევე პირველ ტაიმში გატანილი ექვსი უპასუხო ბურთით, გუნდმა არაერთი რეკორდი მოხსნა.

  • ეს პრიმერის პირველი ტურის ყველაზე შედეგიანი გამარჯვება იყო 1955 წლიდან მოყოლებული.
  • “ბარსელონას” მწვრთნელების საუკეთესო დებიუტი ლა ლიგის ფარგლებში: ტატა მარტინო (7:0 – 2013), ფერდინანდ დაუჩიკი (8:2 – 1950) და ხოაკინ რიფე (6:0 – 1979).
  • ალექსისმა “ბარსას” პირველი გოლი გაიტანა ლა ლიგაში 2013-2014 წლების სეზონზე. მანამდე ასეთი ფეხბურთელები იყვნენ კარლეს პუიოლი (2012/13), ტიაგო (2011/12), მესი (2010/11), ბოიანი (2009/10) და მესი (2008/09).
  • “ბარსას” ლა ლიგაში ასეთი ადრინდელი გოლი (მე-2 წუთი) 1986 წლის მერე არ გაუტანია (ლინეკერი).
  • 2008 წლის შემდეგ  (მატჩი “ალმერიასთან”) “ბარსას” ლა ლიგის მატჩში 24-ე წუთისთვის არ ულიდერია 4:0.
  • 2001 წლის შემდეგ ლურჯ-ბროწეულისფერებს პირველი ტაიმის შემდეგ 6:0 არ მოუგიათ (მატჩი “ატლეტიკის” წინააღმდეგ).
  • ის შემთხვევები, როდესაც “ბარსა” პირველი ტაიმის შემდეგ 6:0 ლიდერობდა ლა ლიგის მატჩებში: ოთხჯერ შინ (“ლას პალმასი” 1959 წელს, “რასინგი” 1962 წელს, “ატლეტიკი” 2001 წელს და “ლევანტე” 2013 წელს) და ერთხელ გასვლაზე (“რეალ სოსიედადი” 2000 წელს).
  • უკანასკნელი გუნდი პრიმერაში, რომელიც შესვენებისთვის 6:0-ს იგებდა, იყო “ატლეტიკი” “სპორტინგის” წინააღმდეგ მატჩში 1958 წელს.
  • აქამდე ხოაკინ კაპაროსის არც ერთ გუნდს არ გაუშვია ექვსი გოლი.
two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward