workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლა ლიგის” სიმბოლურ ნაკრებში 4 “ბარსელონელი” შევიდა

“ლა ლიგის” სიმბოლურ ნაკრებში 4 “ბარსელონელი” შევიდა

დაიწყო “ლა ლიგის” 2013–14 წლების სეზონი. მიიწურა პირველი კვირა და გულშემატკივრებმა არჩვეულებრივი სანახაობა იხილეს თავიანთი საყვარელი გუნდების შესრულებით 35 გატანილი გოლი, აქდან 7 “ბარსელონას”  ანგარიშზეა. ესპანურმა პრესამ ამ კვირის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც 4 ბარსელონელი შევიდა, რაც დამეთანხმებით გასაკვირი სულაც არ არის.

კვირის საუკეთესო გოლკიპერი გახდა “ბეტისის” მეკარე ანდერსენი, რომელმაც ძალიან კარგი თამაში ჩაატარა  მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ. როგორც მოგეხსენებათ, 86 წუთამდე თამაშის ბედი გარკვეული არ იყო. ანდერსენმა მოწინააღმდეგეს ძალიან გაურთულა გამარჯვების მოპოვება.

რაც შეეხებათ მცველებს საუკეთესო ამ კვირაში იყვნენ “სოსიედადიდან” კარლოს მარტინესი, “ბარსადან” დანი ალვეში და “მალაგადან” რიკარდო კოშტა, რომლის  გოლიც ერთადერთი და გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

უდავოდ გამორჩეული იყო ამ კვირაში სესკ ფაბრეგასიც, რომელიც ზუსტი საგოლე პასებით გამოირჩა “ლევანტე” წინააღმდეგ და იმ თამაშში მოწოდების სიმაღლეზე იყო. “ვალიადოლიდი”–”ატლეტიკის”  დაპირისპირებაში “ატლეტიკიდან” საუკეთესო იყო ანდერ ერერა, რომელიც ასევე საუკეთესო თერთმეტეულში შევიდა.

რაც შეეხება ლეო მესისა და პედროს ისინი უბრალოდ შეუდარებლები იყვნენ ინდივიდუალური ოსტატობით  “ლევანტესთან” მატჩში და დუბლებითაც გამოიჩინეს თავი. “სევილიასთან” მატჩში თავი გამოიჩინა “ატლეტიკოს” ვარსკვლავმა დიეგო კოშტამ, მის ანგარიშზე ამ თამაშში შესრულებული დუბლია, რომელმაც გუნდს გამარჯვება მოუტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward