workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გამოკითხვის მიხედვით, ანჩელოტი პირველია

გამოკითხვის მიხედვით, ანჩელოტი პირველია

ესპანურმა გაზეთმა Marca-მ გამოკითხვა ჩაატარა თავის მკითხველებს შორის, რათა გაეგო, ვინ გახდება მათი აზრით ესპანეთის 2013/14 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელი.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ეს იქნება მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი. იტალიელ სპეციალისტს ხმა მისცა გამოკითხულთა 39%-მა. მეორე ადგილს იკავებს მადრიდის “ატლეტიკოს” თავკაცი დიეგო სიმეონე, რომელმაც ხმების თითქმის 19% მიიღო. მესამე პოზიციაზეა სიმეონეს თანამემამულე და “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო, რომელმაც 15%-ზე ოდნავ მეტი ხმა მიიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward