workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
საღამოს ვარჯიშს 15 000 გულშემატკივარი დაესწრო

საღამოს ვარჯიშს 15 000 გულშემატკივარი დაესწრო

საღამოს სავარჯიშო სესიას ბანგკოკში დაახლოებით 15 000 გულშემატკივარი დაესწრო. ვარჯიში ტაილანდის ეროვნულ სტადიონ “რაჯამანგალაზე” გაიმართა, სწორედ ეს მოედანი უმასპინძლებს ხვალინდელ დაპირისპირებას, რომელიც თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.

ტაილანდში ჩატარებულ ვარჯიშთაგან ეს იყო პირველი, როდესაც გულშემატკივრებს სესიაზე დასწრების საშუალება მიეცათ. 

მოთამაშეების მოედანზე გამოჩენას გულშემატკივრებში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ყველაზე დიდი ხმაური კი ლეო მესის გამოჩენამ გამოიწვია, მან გასახდელი უკანსკნელმა დატოვა და ბოლო იყო ვინც მოედანზე შევიდა. 

დღევანდელ სესიაზე ჯონათან დოს სანტოსი და კრისტიან ტელიო ძირითადად ტრავმების მოშუშებაზე იყვნენ ორიენტირებული, რის გამოც სხვებსგან განცალკევებით ივარჯიშეს. დანარჩენი ფეხბურთელები კი ჯგუფებად დაიშალნენ და ერთმანეთის წინააღმდეგ ასპარეზობდნენ.

სესიის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა მაისურები და ბურთები გულშემატკივრებს დაურიგეს.



sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward