ესპანურმა გამოცემა “Sport”–მა კლუბის პრეზიდენტ სანდრო როსელთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც პრეზიდენტმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.
უკვე ოცი დღე გავიდა, რაც გავიგეთ, რომ ტიტო ვილანოვა პოსტს ტოვებდა. როგორ მოხდა ყოველივე ეს?
– ეს იყო ყველაზე ცუდი ინფორმაცია, რაც პრეზიდენტად ყოფნის განმავლობაში მიმიღია. პირველ რიგში რა თქმა უნდა ადამიანური გრძნობების გამო, მსგავს რამეს მტერსაც კი ვერ უსურვებ, მეორე მხრივ კი კლუბისა და მისი ინტერესების გამო.
ტიტომ ეს თქვენ პირადად გითხრათ?
–ჩვენ ერთმანეთს “კამპ ნოუზე” სამშაბათს, შუაღამისას შევხვდით. ისეთ დროს დამირეკა უარესს მოველოდი. დანიშნულ ადგილას პირველად მე მივედი, შემდეგ კი მანქანით ტიტო და მისი ექიმი მოვიდნენ. ერთმანეთს მომუშავე პერსონალის ოთახში გავესაუბრეთ, რომელიც მთავრი მწვრთნელი კაბინეტის გვერდით მდებარეობს.
შემდეგ…
–ტიტომ და ექიმმა სიტუაცია ამიხსნეს, მითხრეს რატომ გადაწყვიტეს იმ ტესტის გაკეთება, რომელიც დაგეგმილი არც კი ყოფილა. ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ ვითარება უფრო რთული იყო ვიდრე გვეგონა. ამიტომ ტიტომ გადაწყვიტა, რომ მთელი თავისი დრო ჯანმრთელობისთვის დაეთმო. ჩვენ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ. ეს იყო საშინელი წუთები, რაც პრეზიდენტად ყოფნის განმავლობაში გამომივლია.
მსგავს რამეს თუ წარმოიდგენდით?
–როდესაც მან დამირეკა ჩემს თავს ვუთხარი, რომ ცუდი ამბის სუნი მცემდა. წინა დღით ინტერვიუ ჩავწერე სადაც განვაცხადე, რომ ტიტო თავს ძალიან კარგად გრძნობდა. იმ მომენტში სწორედ ამის მჯეროდა. მეორე დღეს კი ტესტმა საწინააღმდეგო აჩვენა. ყველაფერი რამდენიმე საათში შეიცვალა.
რა მოხდა მას შემდეგ რაც ტიტოს დაემშვიდობეთ? (შეხვედრის შემდეგ)
–როდესაც შენობიდან გამოვედი, მანქანაში ჩავჯქი და ვთქვი: “ძალიან მძიმე იქნება ჩვენთვის ახალი მწვრთნელის პოვნა”. ეს იყო მომენტი როდესაც არაფრის გაკეთება არ მსურდა, მაგრამ პასუხისმგებლობა და მოვალეობები მაიძულებდა მემოქმედა. ამ წუთიდან ჩვენ ცვლილებებზე დავიწყეთ ფიქრი. მე არ მინდა თავი მსხვერპლად წარმოვაჩინო, რადგან ერთადერთი ადამიანი ვინც იტანჯება ეს ტიტოა. როგორც პრეზიდენტი და ადამიანი ამ დროს ფიქრობ: “როგორ უმწეოდ ვგრძნობ ახლა თავს, მიუხედავად იმისა, რომ ვარ “ბარსელონას” პრეზიდენტი.” მე რომ ძალა მქონოდა, ეს არ მოხდებოდა.
როგორ გგონიათ ტიტო როგორ გრძობდა თავს?
–დარწმუნებული ვარ ცუდად. არის რაღაცები, რის ახსნასაც ვერ შევძლებ, მაგრამ მაინც შევეცდები. იმ საღამოს ტიტომ მითხრა: “ეს ყველაფერი არ ხდება ჩემი ავადმყოფობის, ან მისი შემობრუნების გამო, ან იმის გამო რაც შეიძლება დამემართოს, უბრალოდ აღშფოთებული ვარ იმის გამო რომ კლუბის დატოვება მიწევს.”
შეესაბამება თუ არა ამას ფრაზე: “ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წელი, ყველაზე ცუდ წლად გადაიქცა” ?
– მე არ გამიგია, მაგრამ ეს ჩემი სიტუაციის მსგავსია. ყველა მწვრთნელის მისწრაფება ათამაშოს გუნდი მაღალ დონეზე, მიაღწიოს მწვერვალს – ის ამ ყველაფრით ვეღარ ისიამოვნებს. ეს ძალიან რთულია, მითუმეტეს ისეთი “კულესთვის” როგორიც ტიტოა. და ეს ყველაფერი გასული წლის არაჩვეულებრივი შედეგების: ლიგაზე მოპოვებული 100 ქულა, რომელიც კლუბითვის რეკორდულია, ასევე რეკორდულად ბევრი გატანილი გოლის შედეგ. ის ამ შედეგით უნდა ამაყობდეს, მაგრამ მედიამ რატომღაც ლიგის ღირებულება შეამცირა, რის გამოც სრულიად საპირისპირო განწყობა შეიქმნა.
ამ დროს გაგაჩნდათ, თუ არა გეგმა B?
– რა თქმა უნდა ის არსებობდა, ჩვენ სუბის პირველი რეციდივის შემდეგ ვესაუბრეთ, ასევე ვისაუბრეთ ექიმებთან, რათა გაგვეგო, თუ რა ვითარება იყო ნიუ იორკში. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ტიტოს ჟორდი როურა ჩაანაცვლებდა, ჟორდის მინდა ვუთხრა, რომ კლუბი მუდამ მადლიერი იქნება. ის (როურა), ნამდვილად გმირულად მოიქცა. სუბისთან გეგმა ბ-ზე ყოველთვის ვსაუბრობდი და სწორედ მაშინ იყო დრო ამ გეგმის ამოქმედებისა.
იყო, თუ არა ლუის ენრიკე პირველი არჩევანი?
– არა.
მხოლოდ ტატა მარტინოზე ფიქრობდით ?
– საქმე ასე არ იყო. ფეხბურთის მცოდნე ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ლიგებს მსოფლიო მასშტაბით ადევნებს თვალს, ტატაზე კარგი შეხედულება ჰქონდა. ისინი იცნობენ ტატას და მასზე არასდროს არ უთქვამთ ცუდი. გარკვეული გარემოებების გამო ტატას უკვე 12, თუ 13 წელია ვიცნობ.
რა გითხრათ მამათქვენმა, როდესაც გაიგო, რომ ტატას დანიშვნას აპირებდით? ხომ არ იფიქრა, რომ მისი შვილი გაგიჟდა?
– (იცინის) მისთვის არაფერი მითქვამს… ეს სუბის კომპეტენციაა. მან კი ყველაფერი გააანალიზა და ტატა მარტინო აირჩია.
თქვენ დაურეკეთ მას (ტატას)?
– დიახ, რადგან ჩვენ მასთან უშუალოდ, აგენტებისა და მედიატორების გარეშე გვსურდა გასაუბრება.
არც მესის მამის გამო ?
– არა, არც მის გამო, მან ჩვენი ზრახვების შესახებ არაფერი იცის. ტატას პარაგვაის პრეზიდენტის დახმარებით დავუკავშირდი, ის მწვრთნელს საკმაოდ კარგად იცნობს. მას ვუთხარი: “პრეზიდენტო, ძალიან მსურს გავესაუბრო ტატას. გთხოვთ მომცეთ მისი ტელეფონის ნომერი.” მას (ტატას) დავურეკე და ვუთხარი, რომ სუბი მას აუცილებლად შეეხმიანებოდა. ანდონიმ გამოიყენა საერთაშორისო კონაქტები და დაადგინა, რომ სხვა კანდიდატებთან შედარებით ტატაში ყველაზე მეტად იყო გამჯდარი “ბარსას” დე-ენ-ემი.
ეს გადაწყვეტილება ხომ არ გაშინებთ?
– სრულებით არა.
ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. დარწმუნებულია პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებაში, უფრო მარტივი ხომ არ იქნებოდა მოგეძებნათ ადამიანი რომელსაც უკეთ იცნობთ?
– მე ჩემს გადაწყვეტილებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.
რა იგრძენით მაშინ, როდესაც გუარდიოლას კომენტარები მოისმინეთ?
– მე გაოგნებული ვიყავი. ყველაფერი რაც მან თქვა სიცრუეა, მას არანაირი არგუმენტები და დამამტკიცებელი საბუთები ჰქონდა. დროა, რომ ეს ფურცელი გადავშალოთ და დავივიწყოთ ეს ინციდენტი.
მიუჰენში მისი დამოკიდებულება ფეხბურთელებთან და პერსონალთან ცოტა არ იყოს ცივი ჩანს. გაგაკვირვათ ამ ფაქტმა?
– დიახ, თუმცა შესაძლოა ესე მხოლოდ იმ მომენტში ჩანდა. დარწმუნებული ვარ დროის გასვლასთან ერთად პეპსა და ფეხბურთლებს შორის ურთიერთობა შეიცველბა.
გესიამოვნათ, თუ არა, როდესაც გუარდიოლასა და კრუიფის შეხვედრის შესახებ გაიგეთ?
– ისინი რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს. ისინი თამაშობენ გოლფს, აქვთ ლანჩი და საუბრობენ ფეხბურთზე. შესაძლოა კრუიფი “აიაქსსა” და “ბარსაზე” ესაუბრება, პეპი კი “ბაიერნზე”.
უნდა ჰქონდეს თუ არა ურთიერთობა კლუბის პრეზიდენტს, “ბარსელონას” ორ გამორჩეულ ლეგენდასთან ?
– კრუიფთან ვცადე, თუმცა ის არ დაინტერესებულა. პეპს დავეკონტაქტე და იმედი მაქვს, რომ დავსხდებით, ვისაუბრებთ და ერთმანეთს ყველაფერს ავუხსნით, რადგან ვერც ტიტომ და სამწვრთლეო შტაბის ვერც ერთმა წარმომადგენელმა ვერაფერი გაიგო.
ახლა რას ფიქრობთ გუარდიოლას შესახებ ?
– მე მას ოც წელზე მეტია ვიცნობ, პატივს ვცემ მას და ვაფასებ, როგორც არაჩვეულებრივ ფეხბურთელსა და მწვრთნელს.