ანტონი რამალეტსის გარდაცვალება მძიმე დარტყმა აღმოჩნდა როგორც კლუბისთვის, ასევე გულშემატკივართათვის. კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელიმ მწუხარება გამოთქვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით:
“დღევანდელი დღე “ბარსელონასთვის” უმძიმესია. ნამდვილმა ლეგენდამ ანტონი რამალეტსმა მიგვატოვა, არაჩვეულებრივმა მეკარემ, რომელმაც “ბარსასთან” ერთად ხუთი თასი მოიგო. მისით “კულეების” არაერთი თაობა იყო აღფრთოვანებული, ჩვენი მოთამაშეებისთვის კი ის ყოველთვის ნამდვილი ლიდერი იყო. სწორედ რამალეტსის მსგავსმა მოთამაშეებმა და ათლეტებმა გახადეს ეს კლუბი განსაკუთრებული და დიადი. თვეების წინ მე მქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი ანტონის მის სახლში და ვუთხარი, რო ის “ბარსას” ფანებისა და კლუბის წევრების მიერ აღიარებული ფეხბურთელია და ჩვენ მუდამ მადლიერები ვიქნებით, რადგან მან უდიდესი წვლილი შეიტანა ამ კლუბის ჩამოყალიბებაში. ამ მწუხარების ჟამს მინდა მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს და ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მათ მიმართ, ეს უდიდესი დანაკარგია”.
[media=http://www.youtube.com/watch?v=t2tzmVniclY]
სანდრო როსელის ვიზიტი ანტონი რამალეტსთან