დღეს კატალონიის ”ბარსელონა” 2013/14 წლის პრესეზონის პირველ თამაშს გამართავს მიუნხენის ”ბაიერნის” წინააღმდეგ. ამ სეზონის პირველი მატჩი წესით გასულ შაბათს უნდა ყოფილიყო, პოლონეთში. ეს თამაში ტიტო ვილანოვას ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიდო. დღევანდელ თამაშში გუნდს რუბი და ჟორდი როურა უთავკაცებენ. მარტინო ჯერ ვერ მოახერხებს გუნდთან ერთად წასვლას, რადგან მას ოფიციალურად ხელი არ მოუწერია კონტრაქტისთვის.
”ბარსასთვის” პრესეზონის პირველ მატჩში კატალონიელებს რთული მეტოქე შეხვდათ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ”ბაიერნმა” გამოაგდო კატალონიური გრანდი ჩემპიონთა ლიგიდან. გერმანელებმა გასულ წელს მოიგეს ყველაფერი. წელს კი გერმანელები კიდევ გაძლიერდნენ. გუნდის ახალმა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ ტიაგო ალკანტარას და მარიო გიოტცეს გადმოყვანა შეძლო. გასულ წელს ჩემპიონთა ლიგაზე გერმანელებმა ადვილად დაარცხეს კატალონიელები.
მხოლოდ 12 ფეხბურთელი პირველი გუნდიდან
კატალონიელებს მიუნხენში ჩასვლა პირველი გუნდის 11 კაცის გარეშე მოუწიათ. შეგახსენებთ, რომ დანარჩენი 11 ფეხბურთელი ჯერ კიდევ კონფედერაციის თასის შემდეგ ისვენებს. ისინი გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდებიან. ”ბარსა” დღევანდელ მატჩში პირველი გუნდის 12 ფეხბურთელი დაესწრება. ”ბარსა ბ”–დან კი 11 ფეხბურთელი.
”ბაიერნი დღევანდელ შეხვედრას ძალაინ მომზადებული ხვდება. გერმანელებისთვის ეს მატჩი რიგით მეექვსე იქნება 2013-14 წლის პრესეზონში.
შემდეგი გაჩრება ოსლოში იქნება
”ბაიერნთან” მატჩის შემდეგ გუნდი ნორვეგიაში გაემგზავრება. შაბათს კი ისინი ოსლოში გამართავენ მატჩს ”ვალერენგას” წინააღმდეგ.