workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია:”მოხარული ვარ, რომ ვარჯიში დავიწყე”

ვილია:”მოხარული ვარ, რომ ვარჯიში დავიწყე”

მექსიკიდან ახლად დაბრუნეული დავიდ ვილია, ჟურნალისტებს ესაუბრა და განაცხადა, რომ ერთი სული აქვს როდის შედგება მისი დებიუტი ”ბარსელონაში”. ”რა თქმა უნდა კარგია ზაფხულის არდადეგები, მაგრამ როდესაც იწყებ რაღაც ახალს, გინდა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, ძალიან მიხარია, რომ ვარჯიში დავიწყე, როგორც “ბარსას” ფეხბურთელმა”.
როგორც იცით ესპანელი ფეხბურთელები ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი და მხოლოდ ახლახან შეუდგნენ ვარჯიშს. ”el guaje”-ემ ამის შესახებაც თქვა რამდენიმე სიტყვა: ”ჩვენ მგზავრობამ ძალიან დაგვღალა, მაგრამ ვარჯიშის დასაწყებად მე უკვე მზად ვარ”. კითხვაზე მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას ესპანეთის სუპერ თასის პირველ შეხვედრაში მან განაცხადა: ” არ ვიცი, ჩვენ ძალიან დავიღალეთ და ფორმაში ნამდვილად არ ვართ, მხოლოდ დღეს დავიწყეთ ვარჯიში, ეს საკითხი არაა ჩვენი გადასაწყვეტი”.

წყარო: fcbarcelona.cat

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში